ფეხბურთი

11:09 | 15.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ ნაკრებში პაუზა აიღო

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში პაუზა აიღო. Clarin-ის ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელმა “ალბისელესტეს” მთავარ მწვრთნელ ლიონელ სკალონის უკვე აცნობა, რომ უახლოეს პერიოდში გუნდში არ გამოიძახოს.

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამასთან, არავინ იცის, როდის და დაუბრუნდება კი არგენტინის ნაკრებს თანამედროვეობის გამორჩეული ფეხბურთელი. საინტერესოა, რომ ლიონელმა 2016 წელსაც დატოვა ნაკრები, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა.

არგენტინა უახლოეს ორ მატჩს 7 და 12 სექტემბერს გამართავს, როდესაც ამხანაგურად გვატემალასა და კოლუმბიას გაეჯიბრება.

0.114032