ისტორია

9:56 | 15.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

15 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1960. დაიბადა ირინა გაბაშვილი. მხატვრულ ტანვარჯიშში 1979 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული ბურთით ვარჯიშში და ბრინჯაოს პრიზიორი მრავალჭიდში. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ლენტით და ბურთით ვარჯიშში (1979). საკავშირო მეშვიდე სპარტაკიადის ჩემპიონი ლენტით ვარჯიშში და მესამე პრიზიორი მრავალჭიდში (1979). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. 1993 წლიდან წვრთნიდა მალაიზიის ნაკრებს. 2000 წლიდან მუშაობდა აშშ-ის ორეგონის შტატის ტანვარჯიშის აკადემიის მწვრთნელად. ირინა გაბაშვილი 2008 წელს გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1892. ჩეხიაში ჩატარდა პირველი საფეხბურთო შეხვედრა, რომელსაც მაყურებელი დაესწრო. “რუდნიჩი ნად ლაბემ” კლუბის გუნდი შეხვდა სას-ისა და “სოკოლის” გაერთიანებულ გუნდს.

1904. ბუენოს აირესში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “არგენტინოს ხუნიორსი” (“ასოსიასიონ ატლეტიკა არგენტინოს ხუნიორს”). მეტსახელები: “ბიჩოს კოლორადოს” (“წითელი ბიჭები”) და “ელ-სემილიერო” (“ინკუბატორი”). გუნდი ასპარეზობს დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე, რომელიც 24 800 მაყურებელს იტევს. 1985 წელს გუნდმა მოიპოვა ლიბერტადორესის თასი. 1986-ში დაეუფლა ინტერამერიკანას თასს. 1984 წელს მოიგო არგენტინის მეტროპოლიტანოს, 1985-ში ნასიონალის ჩემპიონატები. “არგენტინოს ხუნიორსში” დაიწყეს თავიანთი საფეხბურთო გზა დიეგო არმანდო მარადონამ, ფერნანდო რედონდომ, ხუან რომან რიკელმემ.

1914. დევისის თასის მეცამეტე გათამაშების ფინალში ავსტრალიის ეროვნულმა გუნდმა აშშ-ის ნაკრებს 3:2 მოუგო. მატჩი ნიუ იორკში ჩატარდა.

1950. ეზარდ ჩარლზმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ფრედი ბიშორი მეთოთხმეტე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1964. ამერიკელმა მძლეოსანმა რალფ ბოსტონმა სიგრძეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (8,36).

1971. ინგლისელმა მძლეოსანმა ჩარლზ ლისმონტმა ჰელსინკის მარათონული გარბენი მოიგო (2:13,09).

1981. ამერიკელმა მოცურავე რობინ ლიმიმ 50 მეტრზე გაცურვისას სისწრაფის რეკორდი დაამყარა (7,98 კმ/სთ).

1987. პანამერიკული თამაშების მსვლელობისას აშშ-ის ბეისბოლისტთა ეროვნულმა გუნდმა კუბის ნაკრებს მოუგო. ამერიკელთა გამარჯვება უპირველესად იმითი იყო აღსანიშნავი, რომ ამ თამაშებზე კუბას ზედიზედ 20 წლის განმავლობაში მატჩი არ ჰქონდა წაგებული.

1989. იტალიელმა მოცურავე ჯორჯო გალიბერტიმ 200 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვისას მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:26,69).

1989. თბილისის “დინამომ” შვედეთში ტურნეს მსვლელობისას “ჰოლსმუნდთან” 1:1 ითამაშა. ქართველთაგან გოლი ბახვა თედეევმა გაიტანა. “დინამო”: გაბელია, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, გია ჯიშკარიანი, დარასელია, თედეევი, ცვეიბა, ქეცბაია, კაჭარავა, გოგიჩაიშვილი. გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა.

2005. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ შალვა გადაბაძემ უნივერსიადაზე ასპარეზობისას ოქროს მედალი მოიპოვა.

2005. ლონდონურმა “ჩელსიმ” საფრანგეთის ჩემპიონი “ლიონისგან” 24 მილიონ გირვანქად მიკაელ ესიენი შეიძინა.

2007. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მსაჯი ტიმ დონაჰიუ ლიგის მატჩებზე ტოტალიზატორში ფსონების დადებაში დაადანაშაულეს.

2009. ანგოლა ზედიზედ მეექვსედ გახდა კალათბურთში აფრიკის ჩემპიონი. ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში მან კონტინენტის პირველობის ფინალში კოტ დივუარი 82:72 დაამარცხა. აფრიკის ბოლო 11 საკალათბურთო ჩემპიონატიდან ანგოლამ 10 მოიგო.

2009. კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველომ ლუქსემბურგი 115:73 დაამარცხა.

ამ დღეს დაიბადნენ

1922. საბინო ბარინაგა. გასული საუკუნის 40-იან წლებში მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი. ორჯერ მოიპოვა ესპანეთის (გენერალისიმუსის) თასი. მადრიდიდან წასვლის შემდეგ ასპარეზობდა “ვალიადოლიდში”, “სოსიედადსა” და “ბეტისში”. მოგვიანებით მწვრთნელობას მიჰყო ხელი და ესპანეთის უპირველეს დივიზიონში სხვადასხვა გუნდი სათამაშოდ 358-ჯერ გაიყვანა. ახალგაზრდობაში ინგლისში სწავლობდა და იქაური “საუთჰემპტონის” ღირსებას იცავდა.

1942. ალევტინა ალიონინა. საბჭოთა მოთხილამურე. 1972 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ოქროსა და ვერცხლის მედლები. 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.

1948. პატრიკ რიო. 1970-84 წლებში ფრანგული “ნანტის” მცველი. საფრანგეთის ოთხგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. “იადონთა” შემადგენლობაში ჩაატარა 436 მატჩი, გაიტანა 23 გოლი.

1952. ბერნარ ლიაკომბი. 1973-84 წლებში საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი. ევროპის 1984 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე (1978, 1982). საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 38 მატჩი, გაიტანა 12 გოლი. საფრანგეთის ორგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი. საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩებში 255 გოლი გაიტანა (მეორე მაჩვენებელი).

1955. კენეტ კარი. ამერიკელი კალათბურთელი. 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1960. ირინა გაბაშვილი. მხატვრულ ტანვარჯიშში 1979 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული ბურთით ვარჯიშში და ბრინჯაოს პრიზიორი მრავალჭიდში. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ლენტით და ბურთით ვარჯიშში (1979). საკავშირო მეშვიდე სპარტაკიადის ჩემპიონი ლენტით ვარჯიშში და მესამე პრიზიორი მრავალჭიდში (1979). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. 1993 წლიდან წვრთნიდა მალაიზიის ნაკრებს. 2000 წლიდან მუშაობდა აშშ-ის ორეგონის შტატის ტანვარჯიშის აკადემიის მწვრთნელად. ირინა გაბაშვილი 2008 წელს გარდაიცვალა.

1960. რონ ვან დე ბერგი. როტერდამის “სპარტას” ფეხბურთელი.

1962. მორენო მანინი. 1984-99 წლებში გენუის “სამპდორიას” მცველი. მოპოვებული აქვს თასების თასი. საშინაო დონეზე მოგებული აქვს იტალიის ჩემპიონობა, ქვეყნის სუპერთასი და ოთხჯერ თასი. “სამპდორიას” შემადგენლობაში ჩაატარა 377 მატჩი, გაიტანა 9 გოლი.

1966. შოქრი ელ-უაერი. 1990-2002 წლებში ტუნისის საფეხბურთო ნაკრების მეკარე. აფრიკის ეროვნებათა თასის ჩემპიონი. 1996 წლის აფრიკის ეროვნებათა თასზე დაასახელეს საუკეთესო მეკარედ. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ტუნისის ნაკრებში ჩაატარა 101 მატჩი. საკლუბო დონეზე მოგებული აქვს აფრიკის ჩემპიონთა და თასების თასი, კონტინენტის სუპერთასი. ტუნისის ექვსგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი.

1967. მელაუ ბრაჰიმ ბუტაიბი. მაროკოელი მძლეოსანი. 10 კმ-ზე რბენაში სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1969. მარკ ჰეეზე. კანადელი ფრენბურთელი. პლაჟის ფრენბურთში 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. მონაწილეობდა 2000 წლის ოლიმპიადაზეც.

1969. კარლოს როა (კარლოს ანხელ როა). არგენტინის ნაკრების, “რასინგის”, “ლანუსის”, “მალიორკას”, “ალბასეტეს” მეკარე. 1998 წელს მოიგო ესპანეთის სუპერთასი და დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო მეკარედ. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 16 მატჩი.

1970. პატრისია ჰალინკასი. ამერიკულ ფეხბურთში პირველი პროფესიონალი ქალი.

1971. მუხრან გოგია. ქართველი ძალოსანი. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი. ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების პირველობაში გამარჯვებული (1990). ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. 1996 წელს ატლანტის მეთექვსმეტე ოლიმპიურ თამაშებზე შედიოდა საქართველოს ოლიმპიური გუნდის შემადგენლობაში (108 კგ), მაგრამ ტრავმის გამო შეჯიბრებაზე ვერ გამოვიდა.

1971. სერგეი შერბაკოვი. დონეცკის “შახტიორისა” და ლისაბონის “სპორტინგის” ფორვარდი. საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 1991 წელს ახალგაზრდათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 1994 წელს ავტოავარიაში მოჰყვა, რის გამოს ინვალიდის სავარძელსაა მიჯაჭვული.

1975. იურგენ დირქსი. ეინდჰოვენის პსვ-ის ფეხბურთელი. ჰოლანდიის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

1976. ბუდეიოვინ ზენდენი. ჰოლანდიის ნაკრების, “მაასტრიხტის,” პსვ-ს, “ბარსელონას”, “ჩელსისა”, “მიდლსბროს”, “მარსელის”, “სანდერლენდის” ნახევარმცველი. მოპოვებული აქვს ჰოლანდიის ჩემპიონობა და თასი, ესპანეთის ჩემპიონობა. “ლივერპულის”შემადგენლობაში მოიგო ევროპის სუპერთასი. ინგლისის ლიგის თასისა და სუპერთასის მფლობელი. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (2007). მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 54 მატჩი, გაიტანა 7 გოლი.

1977. კრისტოფ ვალტერსი. ლატვიის საკალათბურთო ნაკრების გამთამაშებელი (190 სმ). ევროპის ჩემპიონატის მონაწილე.

1979. იასმინ ჰუკიჩი. ბოსნია-ჰერცეგოვინასა და თელ-ავივის “აპოელის” მსროლელი-ფორვარდი (203 სმ).

1982. დევინ ჰარისონი. “ინდიანა პეისერზის” მეფარე (210 სმ).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114425