ფეხბურთი

21:10 | 14.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი "ინტერს" 2021 წლამდე გაწრთვნის

"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ მილანურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კონტრაქტი სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

სპალეტიმ "ინტერი" 2017 წელს ჩაიბარა და მილანელები სერია ა-ში მეოთხე ადგილზე გაიყვანა.

ლუჩიანომ სამწვრთნელო კარიერა 1995 წელს "ემპოლიში" დაიწყო. შემდეგ იტალიელი "სამპდორიას", "ვენეციას", "უდინეზეს", "ანკონას", "რომას" და "ზენიტს" წრთვნიდა.

0.11913