კალათბურთი

19:14 | 14.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კარმელო „ჰიუსტონის“ კალათბურთელია

ნბა-ს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კალათბურთელი კარმელო ენტონი მომავალი სეზონიდან „ჰიუსტონ როკეტსში“ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას ტეხასელთა ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მელომ „ჰიუსტონთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც ვეტერანი 2.4 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

კარმელოს აქამდე „დენვერში“, „ჰიუსტონში“ და „ოკლაჰომაში“ უთამაშია. 34 წლის კალათბურთელი, ნბა-ს „ოლ სტარი“-ის 10-გზის მონაწილეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111799