ფეხბურთი

16:34 | 14.08.2018 | ნანახია 288 - ჯერ

მარიო მანჯუკიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა ხორვატიის ნაკრები დატოვა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება თავად ხორვატმა ფეხბურთელმა გაავრცელა.

“ჩემთვის საამაყო იყო ამ მაისურის ტარება, მაგრამ ახლა შესაფერისი მომენტია, რომ ხორვატიის ნაკრები დავტოვო. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ვერცხლის მედლის შემდეგ, ამაზე უკეთეს მომენტს წასვლისთვის ვერ ვნახავდი. ამიერიდან, მეც ხორვატიის ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვარ”, - განაცხადა მანჯუკიჩმა.

მარიო მანჯუკიჩს ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2007 წელს ჰქონდა. მას შემდეგ 32 წლის ფორვარდმა 89 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა, 9 საგოლე პასი გააკეთა და ერთი თვის წინ მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიგო.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:04 | 08.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ცოტა ასაკშიც არი

06:55 | 08.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ნელ ნელა გამოასწორებს ყველაფერს

06:55 | 08.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

არაუშავს

16:59 | 14.05.2023
valeri8848 (2622)

(((34 წლის გოლიათმა გაზაფხულის მეორე სუპერტურნირი მარცხით დაიწყო))))-------გოლიათი????? მოპარული მეშოკივით კი დაათრევენ

0.069405
288