იტალიურმა “მილანმა” ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ტიემუ ბაკაიოკო გაიფორმა. როგორც ლომბარდიული გრანდის ვებგვერდი იტყობინება, ფრანგი ფეხბურთელი დამდეგ სეზონს იჯარის წესით გაატარებს, ხოლო მისი გამოსყიდვა 1 წლის თავზე 40 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
ბაკაიოკომ “როსონერიში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და 14-ნომრიანი მაისურიც მოირგო.
24 წლის ფრანგმა სახელი “მონაკოში” გაითქვა, საიდანაც 2017 წელს “ჩელსიში” გადავიდა. თუმცა, ნისლიან ალბიონზე” თავი საუკეთესოდ ვერ წარმოაჩინა და პრემიერლიგაში 29 მატჩში 2 გოლი გაიტანა.