თამაშგარე

11:04 | 14.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ქალები იტალიაშიც არ ასვენებენ

პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ რომ ქალთა გულთამპყრობელია - ეს ყველამ კარგად იცის. მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ სათამაშოდ იტალიაში გადაბარგდა, აპენინელმა ლამაზმანებმა როგორც იტყვიან მიზანში ამოიღეს. რონალდუს აგენტის თქმით, ფეხბურთელს იტალიელ გოგონათაგან დღეში რამდენიმე ასეული წერილი მისდის.

რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რას წერენ იტალიელი ასულები პორტუგალიელ ოყლაყს. უმეტესობა მობურთალს მარადიულ სიყვარულს ეფიცება. თუმცა არიან ისეთები, რომლებიც მზად არიან ფეხბურთელთან თუნდაც მხოლოდ ერთი მგზნებარე ღამე გაატარონ და ეს ღამე მარად მოსაგონრად დაიტოვონ.

მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელი სუპერმეგოლე ტურინში გულისსწორთან ერთად ჩავიდა, ამ ფაქტმა მაინც ვერ შეაშინა მასზე “ნადირობის“ მსურველი იტალიელი ლამაზმანები და ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ რონალდუს მომავალშიც ქალთა სქესის მხრიდან დიდი “განსაცდელები“ ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140444