ისტორია

10:10 | 14.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

14 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1959. დაიბადა ერვინ ჯონსონი. მთელი სპორტული სამყარო მას მეჯიქ ჯონსონის სახელით იცნობს. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. “მეჯიქი” (ჯადოქარი) მას ჯერ კიდევ სკოლაში ასპარეზობისას შეარქვეს. “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” შემადგენლობაში ხუთჯერ გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი. სამჯერ დაასახელეს NBA-ის წლის საუკეთესო მოთამაშედ. 1992 წელს, “ოცნების გუნდთან” ერთად, ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 1991 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეჯიქ ჯონსონი შიდსის ვირუსით იყო ინფიცირებული, 2004 წელს კი, თავად კალათბურთელის განცხადებით, იგი ამ დაავადებისაგან განიკურნა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1903. ჯეიმს ჯეფრისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ჯეიმს კორბეტი მეათე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1920. ბელგიის ქალაქ ანტვერპენში თანამედროვეობის მეშვიდე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა. მასში მონაწილეობა 29 ქვეყნის 2607 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, პირველ ადგილზე აშშ-ის ნაკრები გავიდა (41 ოქრო, 26 ვერცხლი, 26 ბრინჯაო), მეორეზე შვედი ათლეტები აღმოჩნდნენ (17, 19, 25), ხოლო მესამე საფეხური, დიდმა ბრიტანელმა სპორტსმენებმა დაიკავეს (14, 15, 12).

1932. ლოს ანჯელესში თანამედროვეობის მეათე ოლიმპიური თამაშები დაიხურა. მასში მონაწილეობა 33 ქვეყნის 1333 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გერმანიის ნაკრები გავიდა (33 ოქრო, 26 ვერცხლი, 30 ბრინჯაო), მეორეზე ამერიკელი ათლეტები აღმოჩნდნენ (24, 20, 12), ხოლო მესამე საფეხური, იტალიელმა სპორტსმენებმა დაიკავეს (8, 9, 5).

1936. ბერლინის ოლიმპიადის მსვლელობისას თამაშების ისტორიაში პირველი საკალათბურთო მატჩი ჩატარდა. ტურნირის ფინალში კი, აშშ-ის ნაკრებმა კანადას 19:8 მოუგო.

1948. ლონდონში თანამედროვეობის მეთოთხმეტე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. მასში მონაწილეობა 59 ქვეყნის 4092 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, პირველ ადგილზე აშშ-ის ნაკრები გავიდა (38 ოქრო, 27 ვერცხლი, 19 ბრინჯაო), მეორეზე შვედი ათლეტები აღმოჩნდნენ (16, 11, 17), ხოლო მესამე საფეხური ფრანგმა სპორტსმენებმა დაიკავეს (10, 6, 13).

1958. კანადაში ამერიკული საფეხბურთო ლიგის პირველი მატჩი ჩატარდა. ერთმანეთს “ვინიპეგი” და “ედმონტონი” დაუპირისპირდნენ.

1968. ჯიმი ელისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ფლოიდ პატერსონი 15 რაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1977. თბილისის “დინამომ” ესპანეთის ქალაქ ალიკანტეს საფეხბურთო “ოთხთა ტურნირში” ბელგიური “ბევერენი” 4:1 დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა. ქართველთაგან გოლები ვლადიმერ გუცაევმა, რევაზ ჩელებაძემ, ვიტალი დარასელიამ და ნოდარ ხიზანიშვილმა გაიტანეს. “დინამო”: გოგია, ხიზანიშვილი, კანთელაძე (გ. მაჩაიძე), ხინჩაგაშვილი, მუჯირი (კოსტავა), მ. მაჩაიძე, ქორიძე, დარასელია, გუცაევი, ჩელებაძე, შენგელია. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1983. მექსიკელმა მძლეოსანმა რობერტ დე კასტილიამ ჰელსინკის მარათონული გარბენი მოიგო (2:10,03).

1986. თბილისის “დინამომ” უნგრეთში საფეხბურთო ტურნეს მსვლელობისას, “ჰონვედი” 4:3 დაამარცხა. ქართველთაგან გოლები მიხეილ მესხმა (2), ნუკრი კაკილაშვილმა და გრიგოლ ცაავამ გაიტანეს. “დინამო”: გაბელია, ცვეიბა, ცაავა, გოგრიჭიანი (უგრელიძე), არზიანი, ჯოხაძე (ჟორდანია), სვანაძე, სულაქველიძე, კაკილაშვილი, ჩელებაძე, მესხი. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1989. თბილისის “დინამომ” შვედეთში საფეხბურთო ტურნეს მსვლელობისას “ბერტრაკს” 4:0 მოუგო. გოლები კახა გოგიჩაიშვილმა, თემურ ქეცბაიამ, კახა კაჭარავამ და ბახვა თედეევმა გაიტანეს. “დინამო”: ხაპოვი, კეტაშვილი, ჩიქოვანი, ჭედია, გია ჯიშკარიანი (ცხადაძე), დარასელია (სვანაძე), აფციაური (თედეევი), ცვეიბა, ქეცბაია, კაჭარავა, გოგიჩაიშვილი. გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა.

1997. ბათუმისდინამომთასების მფლობელთა თასის გათამაშებისსაკვალიფიკაციოეტაპისპირველმატჩში, ერევნისარარატი” 4:2 დაამარცხა. ბათუმელთაგან გოლებიჩუხუამ (2), ღლონტმადაშეყილაძემგაიტანეს. ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე თამაშს 8 ათასიმაყურებელი დაესწრო. “დინამო”: ტოგონიძე, ივანე მახარაძე, მინდაძე, სიჭინავა, შეყილაძე, თორღაშვილი (აფხაზავა), შანიძე, ღლონტი, ტუღუში, ჩუხუა (ყულეჯიშვილი), სოლოღაშვილი. გუნდს შოთა ჭეიშვილი წვრთნიდა. მოგვიანებით უეფამ “დინამოს” 0:3 წაგება ჩაუთვალა, რადგან მან, დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი (სოლოღაშვილი) ათამაშა.

2003. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში პირველად ევროთასის ოფიციალური მატჩის არბიტრი ქალი იყო. შვედური აიკ-ისა და ისლანდიური “ფალკირკის” უეფას თასის საკვალიფიკაციო მატჩი 36 წლის შვეიცარიელმა ქალბატონმა ნიკოლ პეტინიატმა განსაჯა. პეტინიატი ცნობილი შვეიცარიელი არბიტრის ურს მაიერის მეუღლეა.

2004. ათენის ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას, ქართველმა ძიუდოისტმა ნესტორ ხერგიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ეს დამოუკიდებელი ნაკრებით ასპარეზობისას ქართველთა პირველი ვერცხლის მედალი გახლდათ.

2007. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, ნიკა ცქიტიშვილი ესპანური “კახა სან ფერნანდოდან” იტალიურ “ტერამოში” გადავიდა.

2007. იტალიელი ფორვარდი, ანტონიო კასანო, მადრიდის “რეალიდან” გენუის “სამპდორიაში” გადავიდა.

2008. პეკინის ოლიმპიადაზე საქართველოს პლაჟის ფრენბურთელთა ქალთა ნაკრები (საქა-რთველო) ტურნირს გამოეთიშა, მამაკაცთა გუნდი (გეორ-გია) კი მერვედფინალში გავიდა.

2010. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გასვლაზე ბულგარეთს შეხვდა და 83:79 დაამარცხა. ქართველები ბელგიელებთან ერთად საკვალიფიკაციო ჯგუფს 7 ქულით სათავეში ჩაუდგნენ.

2011. ესპანეთის სუპერთასის პირველ მატჩში „სამეფო თასის“ მფლობელი „რეალი“ მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პრიმერა დივიზიონის ჩემპიონ „ბარსელონას“ 2:2 დაუზავდა.

2013. მოსკოვში მიმდინარე მძლეოსნობის მსოფლიო პირველობაზე ელენა ისინბაევამ თავის მდიდარ კოლექციას მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ოქრო შემატა.ისინბაევა პირველსავე ცდაზე გადაევლო 4,89 მეტრზე შემოდებულ თამასას.

2013. ტესტ-მატჩი. ყაზახეთისაქართველო 1:0 (1:0)

14 აგვისტო. ასტანა. “ასტანა არენა.”

საქართველო: რევიშვილი, კაშია (შოთა გრიგალაშვილი 82), ხიზანიშვილი, ამისულაშვილი,გრიგალავა(კვირკველია 64), კობახიძე, კანკავა, ოქრიაშვილი (მჭედლიძე 46), თარგამაძე(გელაშვილი 68),ანანიძე(ელგუჯა გრიგალაშვილი 46), სირბილაძე (დვალიშვილი 46)

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

გოლი: 1:0 ხიჟნიჩენკო (17)

2013. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ტესტ-მატჩში ბოსნიას 81:78 მოუგო.

ამ დღეს დაიბადნენ

1946. ვლადიმირ მუნტიანი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და კიევის “დინამოს” ნახევარმცველი. 1975 წელს მოიპოვა თასების თასი და ევროპის სუპერთასი. 1972 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. 1976 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი. დასახელებული იყო სსრკ-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად (1969). საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. სსრკ-ის ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი, გაიტანა 7 გოლი.

1949. მორტენ ოლსენი. დანიის ნაკრების, “მოლენბეკის,” “ანდერლეხტისა” და “კიოლნის” ფეხბურთელი. 1986 წლის მსოფლიოს პირველობის მონაწილე. 1984 და 1988 წლების ევროპის ჩემპიონატების მონაწილე. 1983 წელს, “ანდერლეხტის” რიგებში დაეუფლა უეფას თასს. დანიის ნაკრებში ჩაატარა 102 მატჩი.

1952. დები მაიერი. ამერიკელი მოცურავე. 200, 400 და 800 მეტრებზე გაცურვაში, 1968 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს სამი მედალი.

1954. ანატოლი მიშკინი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, სვერდლოვსკის “ურალმაშისა” და მოსკოვის ცსკას კალათბურთელი. ამპლუით ფორვარდი. საბჭოთა კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი. ევროპის ჩემპიონი. ოლიმპიური თამაშების პრიზიორი. საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი.

1959. ერვინ ჯონსონი. მთელი სპორტული სამყარო მას მეჯიქ ჯონსონის სახელით იცნობს. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. “მეჯიქი” (ჯადოქარი) მას ჯერ კიდევ სკოლაში ასპარეზობისას შეარქვეს. “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” შემადგენლობაში ხუთჯერ გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი. სამჯერ დაასახელეს NBA-ის წლის საუკეთესო მოთამაშედ. 1992 წელს, “ოცნების გუნდთან” ერთად, ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 1991 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეჯიქ ჯონსონი შიდსის ვირუსით იყო ინფიცირებული, 2004 წელს კი, თავად კალათბურთელის განცხადებით, იგი ამ დაავადებისაგან განიკურნა.

1966. ფრედი რინკონი. კოლუმბიის ნაკრების, “ამერიკა დე კალის”, “პალმეირასის”, “ნაპოლის”, მადრიდის “რეალის”, “კორინთიანსის”, “სანტოსის”, “კრუზეიროს” ნახევარმცველი. მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილე. კოლუმბიის ნაკრებში ჩაატარა 84 მატჩი, გაიტანა 17 გოლი. “კორინთიანსის” შემადგენლობაში მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2000), ბრაზილიისა და პაულისტას შტატის ჩემპიონობა. “პალმეირასის” შემადგენლობაში გახდა ბრაზილიისა და პაულისტას შტატის ჩემპიონი. კოლუმბიის ორგზის ჩემპიონი. კოლუმბიური ფეხბურთის ლეგენდარული მოთამაშე. ამჟამად “სან ხოსეს” მწვრთნელია.

1973. ნელი კირონ პერკინსი. ავსტრალიელი მოცურავე. 1500 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში დამყარებული აქვს მსოფლიოს რეკორდი.

1974. ჩაკ ეტკინსი. “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” გამთამაშებელი (180 სმ).

1977. ბესიკ ხამაშურიძე. ქართველი რაგბისტი, 15 ნომერი, გარემარბი. 2001 წლის ერთა თასის მფლობელი (4 მატჩი) და 2003 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალური ეტაპის მონაწილე (4 მატჩი). ნათამაშები აქვს შვიდკაცას მსოფლიოს თასის გათამაშებაში (2001). საქართველოს ნაკრებში თამაშობდა მამამისიც, ბართლომე ხამაშურიძე.

1977. ალექს რიგეტი. იტალიის კალათბურთელთა ნაკრებისა და რომის “ვირტუსის” მსროლელი-ფორვარდი (200 სმ).

1980. შალვა აფხაზავა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების, ბათუმის “დინამოსა” და კიევის “არსენალის” ფეხბურთელი. ტრაგიკულად დაიღუპა 2004 წელს.

0.125523