ფეხბურთი

23:00 | 13.08.2018 | ნანახია 0 - ჯერ

კეიტა ბალდე “ინტერში” გადავიდა

“ინტერმა” სენეგალის ნაკრების და “მონაკოს’ შემტევი კეიტა ბალდე დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია “ნერაძურის” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

23 წლის ფეხბურთელი მილანურ გრანდში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს, რაც 5 მილიონი ევრო უჯდებათ, ხოლო სეზონის დასრულების შემდგომ მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.

სენეგალელი მოთამაშე “მონაკოს” გასულ ზაფხულს “ლაციოდან” შეუერთდა, 34-ჯერ ითამაშა, 8 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063517