ფეხბურთი

21:14 | 13.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

კურტუას აგენტმა განმარტა

ბელგიელი მეკარის ტიბო კურტუას აგენტმა კრისტოფ ანროტემ განმარტა, თუ რატომ აცდენდა მადრიდის „რეალში“ გადასვლის წინ ლონდონის „ჩელსის“ვარჯიშებს მისი კლიენტი.

შეგახსენებთ, რომ ლონდონში დაბრუნების შემდეგ კურტუამ უარი განაცხადა დასწრებოდა „ჩელსის“ ვარჯიშებს, რის გამოც 210 ათასი ევროთი დაჯარიმდა.

„ტრანსფერი უნდა შემდგარიყო. „რეალმა“ წინადადებით მოგვმართა და ტიბოს გადასვლის შანსი მიეცა. ის ნერვიულობდა,გარიგებაარ ჩაშლილიყო.შედეგად, ამ ბოიკოტმა „ჩელსის“ ხელმძღვანელობა მიახვედრა, თუ რამდენად სერიოზულად იყო განწყობილი კურტუა და ამან ნამდვილად შეუწყო ხელი ამ საქმის ბოლომდე მიყვანას.

კურტუას ამ ქმედებით არაფრით უნდოდა შეურაცხყოფა მიეყენებინა „ჩელსის“ ქომაგთათვის. მას უბრალოდ შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავლის მოძებნა უნდოდა“, - ციტირებს აგენტის სიტყვებს RMC Sport-ი.

ამასობაში, „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ლოპეტეგიმ კურტუა იმ 29 მოთამაშის სიაში შეიყვანა, 15 აგვისტოს, უეფას სუპერთასზე მადრიდისავე „ატლეტიკოს“ რომ დაუპირისპირდება.

0.175659