ფეხბურთი

20:44 | 13.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ სილვამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა

ინგლისის „მანჩესტერ სიტის“ ესპანელმა ნახევარმცველმა დავიდ სილვამ განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერას ასრულებს.

ფეხბურთელი ჯერ კიდევ შარშან მაისში აცხადებდა, რომ მომდევნო სეზონის შემდეგ დაფიქრდებოდა სანაკრებო კარიერის დასრულებაზე.

დავიდ სილვამ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამართულ 125 მატჩში 35 გოლი მიითვალა.

მან ორჯერ მოიგო ევროპის და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

0.12035