იურგენ კლოპი არ იზიარებს იმ გამოცემების შეხედულებას, რომლების აზრითაც "ლივერპული” პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის უმთავრესი ფავორიტია "მანჩესტერ სიტისთან” ერთად. მერსესაიდელთა კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემპიონატის პირველი ტურის შეჯამებისას ისაუბრა, მას შემდეგ, რაც "ლივერპულმა” "ვესტ ჰემი” 4:0 დაამარცხა.
"რა თქმა უნდა, გვინდა, ფავორიტები ვიყოთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არც ერთი ტიტული არ მოგვიგია. არ მაინტერესებს, ვინ რას ფიქრობს და ამბობს ჩვენს გუნდზე. მთავარია, ჩვენ რას გავაკეთებთ წარმატებისთვის. "ლივერპულს” ფავორიტად ასახელებენ იმის გამო, რომ რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა. მარტო ინგლისში შეიძლება, "გახდე ჩემპიონი” სატრანსფერო ბაზარზე” – უთხრა კლოპმა ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემას.