ჩოგბურთი

19:45 | 12.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ გერმანული ტურნირი მოიგო

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ჰეხინგერის (60 000 დოლარი) ტურნირი ტრიუმფით დაასრულა. ეკომ ფინალში გერმანელი ლაურა ზიგმუნდი იოლად 6:2, 6:1 დაამარცხა.

გორგოძემ ზედიზედ მეორე ტურნირი და მეათე შეხვედრა მოიგო. ამ გამარჯვებით ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგში 168-ე პოზიციაზე გადაინაცვლეს, რაც მისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ეკატერინემ მთლიანად ტურნირზე მოხლოდ ერთი სეტი 1/4-ფინალში დათმო.

0.120766