ძიუდო

18:20 | 12.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

უშანგი მარგიანს ბუდაპეშტის გრან პრის უმაღლეს ტიტულამდე ერთი გამარჯვება დააკლდა

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე უშანგი მარგიანმა ბუდაპეშტის გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა ქართველმა ძიუდოისტმა უნგრულ ტატამზე, ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა: ეგვიპტელი ჰატემ აბდ ელ ახერი, ჰოლანდიელი იასპერ სმინკი, ბელარუსი იაჰორ ვარაპაიუ და პირველ ნომრად განთესილი სერბი ალექსანდრ კუკოლი. ხოლო საჩემპიონო ბრძოლაში მასპინძელთა ჯილას – კრისტიან ტოტს დაეჭიდა და ვაზარით დამარცხდა.

დღესვე, ბუდაპეშტის გრან პრიზე, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ადამ ოქრუაშვლი (+100 კგ). გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე (ორივე 100 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) კი ტურნირს დილის პროგრამაში გამოეთიშნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112775