ფეხბურთი

16:47 | 12.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაბიომ "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი არ გაახანგრძლივა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატმა ადრიან რაბიომ "პარი სენ ჟერმენს" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განუცხადა. აღნიშნული ინფორმაცია L`Equipe-მ გაავრცელა.

როგორც გაირკვა, პარიზელებს სურდათ 23 წლის ფეხბურთელისთვის კონტრაქტის ვადა ორი წლით გაეზარდათ და ამ შემთხვევაში რაბიო გუნდში 2021 წლის ივლისამდე დარჩებოდა. თუმცა პსჟ-ს მთავარი მიზანი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის აწევაა, რადგან ნახევარმცველის გადაბირებით ბევრი კლუბია დაინტერესებული.

ადრიენი პსჟ-ს აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2012 წელს დააწინაურეს. "პარი სენ ჟერმენის" მაისურით რაბიომ ყველა ტურნირზე 208 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 22 გოლი და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა. ახალგაზრდა მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება გასულ წელთან შედარებით 32 მილიონით გაიზარდა და ამჟამად 50 მილიონ ევროს შეადგენს.

0.115597