ალჟირის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ისლამ სლიმანი მომდევნო სეზონს იჯარის წესით "ფენერბაჰჩეში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია თურქული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
აფრიკელი მოთამაშე 2016 წელს "მელიებმა" "სპორტინგიდან" დაიმატეს. გასული სეზონის ნახევარი სლიმანიმ "ნიუკასლში" ასევე იჯარის წესით გაატარა. "ლესტერის" რიგებში ფეხბურთელმა 46 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა უსახელოდ მიდის, ამ დონის თავდამსხმელის კარიერა, ბოლოსკენ.. თუმცა, ფულს კი იშოვიდა