ფეხბურთი

20:40 | 11.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო

"საბურთალომ" ეროვნული ლიგის მეოცე ტურში ფოთის "კოლხეთი" სტუმრად 3:1 დაამარცხა. თბილისურმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა და ეროვნულ ლიგას 49 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.

ფოთელებმა კი ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგეს. "კოლხეთს" სამი მოგება და ხუთი ფრე აქვს და რვა ქულა გააჩნია, რადგან ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გუნდს ექვსი ქულა დააკლო.

მომდევნო მატჩს "საბურთალო" "დილასთან" 19 აგვისტოს გამართავს, ხოლო "კოლხეთი" "სიონს" 17 აგვისტოს დაუპირისპირდება.

0.114459