თამაშგარე

12:16 | 10.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

გულთამპყრობელი კიეველი ტატიანა

თუკი უკრაინაში ვინმეს შეიძლება ყველაზე პოპულარული ლამაზმანი ეწოდოს - ეს კიეველი მოდელი და ფიტნეს-ინსტრუქტორი, ტატიანა ფედორიშევაა, რომელიც უკრაინული ბულვარული ჟურნალების მოყვარულთა და სოციალური ქსელების მომხმარებლების გულთამპყრობელია.

ტატიანას თავისი ერთ-ერთი საქმე - ფიტნეს-ინსტრუქტორობა საშუალებას აძლევს მუდმივად უკრაინის სპორტულ საზოგადოებაში იტრიალოს და ამის გამო, ამ ქალის ბედსა და სარეცელს ხან რომელ ცნობილ სპორსტმენთან აკავშირებენ და ხან რომელთან. იყო დრო, როდესაც ტატიანას ბედს ანდრეი შევჩენკოსაც კი უკავშირებდნენ.

ტატიანა ფედორიშევას სხვა სლავი ლამაზმანების მსგავსად, ევროპაშიც ქონდა მრავალი საინტერესო შეთავაზება, თუმცა რატომღაც უკრიანის იქით ფეხის მოკიდება ვერ შეძლო და საბოლოო ჯამში კიევში დარჩენა და იმ საქმის კეთება არჩია, რაც მართლაც რომ დიდებულად გამოსდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.167965