ფეხბურთი

1:47 | 10.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

არმანდო ცუნგუ: "ტორპედოს" სიურპრიზს არ ვუმზადებთ"

ალბანური “კუკეშის” მთავარმა მწვრთნელმა არმანდო ცუნგუმ “ტორპედოსთან” (2:5) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ალბანელი სპეციალისტი წინასამატჩო პრესკონფერენციისგან განსხვავებით, ამჯერად საფეხბურთო თემებს შეეხო და თამაში შეაფასა.

ცუნგუს განცხადებით, მისი გუნდი ბოლომდე დაიხარჯა, თუმცა მეტოქემ აჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

“რა თქმა უნდა, შედეგით უკმაყოფილო ვარ. ხუთიდან სამი გოლი დაცვის მარჯვენა ფლანგიდან გავუშვით, სადაც ცენტრალური მცველი თამაშობდა. ამის მიზეზი სავიზო პრობლემები იყო, რომელიც შეგვექმნა. ჩვენ აქ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით და ბოლომდე დავიხარჯეთ.

ვიზის პრობლემების გამო რეჯინალდო გვიან შემოგვიერთდა და ფაქტობრივად დაძინებაც ვერ მოასწრო. ეს მის თამაშზე აისახა და ბევრი საგოლე მომენტი გააცუდა. საპასუხო თამაშში არანაირი სიურპირიზი არ გვაქვს. შედეგს რაც შეეხება, მოვიგებთ 5:0 ან 6:0... ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. მინდა შევაქო მეტოქე და მისი მწვრთნელი. “ტორპედომ” მოლოდინისამებრ კარგად ითამაშა”, - განაცხადა ცუნგუმ.

“ტორპედოსა” და “კუკეშის” საპასუხო შეხვედრა 16 აგვისტოს, ალბანეთში გაიმართება.

0.11348