ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში "ტორპედომ" ალბანური გუნდი "კუკეში" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიიღო და 5:2 დაამარცხა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი პლეი-ოფის საგზურთან საკმაოდ ახლოსაა და საპასუხო შეხვედრაში მაქსიმუმ სამი ბურთით არ უნდა წააგოს.
მატჩი ქუთაისელებმა კარგად დაიწყეს და მეორე წუთზევე დაწინაურდნენ: გიორგი ქიმაძემ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოს ცენტრისკენ გიორგი კუხიანიძე მოძებნა, რომელმაც ძლიერი დაბალი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა. მე-15 წუთზე კი აღნიშნული დუეტის აქტიური თამაშის შემდეგ "ტორპედო" ორი ბურთით დაწინაურდა: ქიმაძემ კვლავ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოს სიღრმეში გააკეთა გადაცემა, კუხიანიძემ კი მცველს დაასწრო.
22-ე წუთზე ჰარიმ ჰარბამ მარცხენა ფლანგიდან მეკარის შორეულ კუთხეში დაკიდა ბურთი და ეფექტური გოლით ანგარიში შეამცირა. 28-ე წუთზე ორბურთიანი სხვაობა ოლექსანდ აზაცკის გადაცემის შემდეგ ლაზარ მარინმა აღადგინა, რომელმაც ახლო კუთხიდან მეკარეს შანსი არ დაუტოვა. სამ წუთში კი ორი საგოლე გადაცემის ავტორმა, ქიმაძემ გაიტანა: კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ალბანალებმა გამოიტანეს, ხოლო გიორგიმ საჯაიმოს გარედან ძლიერი დარტყმით სამ ბურთამდე გაზარდა სხვაობა.
მეორე ტაიმში ორივე გუნდი ცდილობდა სახიფათო მომენტების შექმნას და რეალიზებას, თუმცა 40 წუთის განმავლობაში გოლი არ გავიდა. 86-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე კაპანაძემ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ორ ფეხბურთელს გაცდა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში 4:1 გახადა. ორ წუთში კი ალბანელთა ფეხბურთელი ფეხბურთელი "ტორპედოს" საჯარიმოში ოსტატურად წაიქცა, წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა მსაჯმა პენალტი მაინც დანიშნა, შედეგად ასევე შეცვლაზე შემოსულმა სებინო პლაკუმ საბოლოო ანგარიში 5:2 დააფიქსირა.
საპასუხო მატჩი 16 აგვისტოს ელბასანიში "ელბასან არენაზე" გაიმართება, შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ქუთაისელები "ლუდოგორეცსა" და "ზრინსკის" შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.
ტორპედო - კუკეში 5:2 (4:1)
ტორპედო: კვასხვაძე, მარინი, აზაცკი, კობახიძე (ხურცილავა 79), გეგეჩკორი, ცინცაძე, ჰლინკა, კუხიანიძე, ქიმაძე, დოლიძე (დაფე 72), ლაჩნი (კაპანაძე 67)
მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
კუკეში: ფრაშერი, შამეტი, ჰოშა, სირბია (პლაკუ 63), ჰარალამბი, რუმბულაკო, მუსოლი, კორდეირო (ზგურო 74), ჰარბა, ძარია (შკოდრა 63), რეგინალდო
მწვრთნელი: არმანდო ცუნგუ
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
bombora-bax (332)
ერთი მითხარი თბილისში რამდენი ქუთაისელია სტტისტიკურად თუ იცი? და თუ იცი რატომ არ იყავით სტადიონზე მისულები მეხუთედი მაინც თქვენი საყვარელი გუნდის საქომაგოდ? გინდა გითხრა? იმიტომ რომ შენზე გაცილებით სტაჟიანი ქუთაისელი(არა მარტო ქუთაისელი) ქომაგი დაიღალა საკუთარი ქვეშაჯ.ი გუნდების სირცხვილით და ეხლა მარტო ეს თამაში კი არა ქართულ გუნდებს ბევრის გაკეთება მოუწევთ რომ დაგვაბრუნონ სტადიონზე. კუკეშის განადგურება დიდი ვერაფერი მიღწევაა იმ დიდი იმედგაცრუებების შემდეგ რითაც თავს "გვაწონებდნენ" ჩვენი კლუბები წლობით და ეხლაც არ გვაკლებენ. აგერ მოვა ერთ ლიგა, გავალთ ჯგუფში პირველ ადგილზე? მივაღწევთ რამეს? კი ბატონო, არადა მე პირადად სტადიონზე ამათთან არასდროს წავალ
გასაგებია მეგობრებო თქვენი გულისტკივილი, მაგრამ რა გიკვირთ?
არ არის საქართველოში ფეხბურთი იმ დონეზე რომ სტადიონები ივსებოდეს და არც იმსახურებს ჩვენი ფეხბურთელები იმას რომ სავსე სტადიონებზე ითამაშონ.
არც გავსება დაგვიკლია ქართველებს სტადიონების და არც მხურვალე ბალეშიკობა 50-60 ათასი კაცი რამდენჯერ დავსწრებივართ ჩვენი ნაკრების თამაშებს და ასევე გუნდების თამაშებზეც 20-30 ათასი კაცი ხშირად დავსწრებივართ, მაგრამ ამდენმა იმედგაცრუებამ ხალხს სტადიონზე მისვლა შეაძულა.
არც იმაშია გასაკვირი რამე რომ დინამო საქართველოში ყველაზე პოპულარული გუნდია და დინამოს თამაშებს უფრო მეტი გულშემატკივარი ესწრება, რადგანაც მაინც დედაქალაქური გუნდია და საქართველოს ნებისმიერი კუთხის წარმომადგენლები თავის გუნდად აღიქვამს და ისტორიითაც სულ სხვა დონეზეა დინამო.
ცუდად რომ არ მიმიღოთ სულ არავარ თბილისელი და არ ვცდილობ თბილისელების გამართლებას უბრალო რეალობაა რაც დავწერე.
კუკეში, ქაქი, იყლი, პლაკვუ რა სახელები აქვთ ამ ჯიშმოდღნულებს
ქუთაისი კი არა,ბარსელონა ვერ ავსებს ხოლმე სტადიონს,აი სუსტ გუნდებს როდესაც ეთამაშება
2-1 ანგარიში რომ იყო კუკეშის ფეხბურთელს გატანის მაგარი შანსი ჰქონდა
2-0 რო იყო, ტორპედოს კიდევ უნდა გაეტანა. 4-1 ზეც
კიდე ერთი სამარცხვინო საქციელი და ნიშანი იმის რო საქართველო მარტო თბილისი გონიათ და მეტი არაფერი გუშინ არ თამაშობდა დინამო და ჩათვალეს რო სხვა ქვეყნის გუნდები თამაშობდა ვალდებულიც არ იყვნენ მისულიყვნენ,მაგრამ ყველაზე მეტი კთხვა ტორპედოს ხელმძღვანელებთან მაქვს და საინტერესოა ერთი რატო ითამაშა ტორპედომ თბილისში და არა მშობლიურ ქალაქში მისი გულშემატკივრების და დავიწყებული ქართველების გარემოცვაში რა უნდოდა ტორპედოს სათამაშოდ თბილისში?სტადიონი არ ვარგაა?რამე სტანდარტს არ აკმაყოფილეებს?და თუ არ აკმაყოფილებს რატომ?გეკითხებით რატომ ჯერ თქვენ მერე ფედერაციას სიკოებით როა სავსე?ტორპედოს ჯობდა მინდორში ხის ჯოხებისგან გაკეთებულ კარებებიან სტადიონზე ეთამასა თავისი ხალხის და ქომაგების წინაშე ვინემ იქ სადაც საქართველო მარტო ტფილისი გონიათ.მადლობა ტორპედოს მინდა ჯგუფში მოხვდეთ დასკდება ოპტომ ნაროდი გულზე
მცხეთის იქეთ ხომ სოფლებია....ტფილისელები მარტო ქალაქს აღიარებან....ვაი ჩვენს პატრონს...მაგრამ სადაა დინამო და სადაა ტორპედო...დინამოც გამიხარდებოდა მაგრამ თბილისლების მენტალიტეტი არის "ფუნა" მენტალიტეტი და ეს ღუპავს ქვეყანას, რომ ეს "ფუნები" წყვეტენ ყველაფერს ამ ქვეყანაში
bombora-bax. მართალი ხარ არ თამაშობდა დინამო და არ მივიდა გულშემატკივარი. მაგრამ ერთი კითხვა მაქვს დინამოს თამაშებზე დადის გულშემატკივარ? რაც შეეხება ტორპედოს ხემძღვანელობას თებერვლის თვიდან სთხოვდნენ და აფრთხილებდნენ ქალაქის მერიას იმის შესახებ რაც ეხლა ხდება. ასე რომ ტორპედოს ხემძღვანელობასთან კი არა ქალაქის მერს და მის დამქაშებს მიუძღვის ბრალი. და ეს იმის გამო ხდება რომ იქ თავიანთი კადრები ჰყავთ გაბერილი შტატები და ასე შემდეგ.
როგორ ფიქრობ, მანჩესტერმა რო უემბლიზე ითამაშა ჩ/ლ-ის ფინალი ბარსასთან, სტადიონი არსენალის, ჩელსის და ტოტენჰემის ფანებით გადაიტენა და მანიუს ქომაგობდნენ ?

ეხლა არ მითხრა, ინგლისი სხვააო. გულშემატკივრობის დაძალება აღარ გამიგია
არის შენს ნათქვამში რაღაც სეპარატისტული

ხალხი არ ერკვევა ეხა უეფას საკვალიფიკაციოებში,თან კუკესიც არამგონია ბევრმა იცოდეს
ჩიხურა-მარიბორზე საერთოდ არავინ მივიდა და არაფერი გითქვამს,ეხა რამ გაგაკვირა?
1000 % % % % % % % % %
ვულოცავ ტორპედოს და სრულიად საქართველოს ქომაგებს ამ წარმატებას! თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჯერ ბოლომდე უნდა გადავხტეთ და "ჰოპ" მერე დავიძახოთ. ეს ალბანელები ძაან პროვოკატორი ხალხია და იქ შესაძლოა ყველაფერი იკადრონ (ძირს გორაობა და პენალტებზე ჩალიჩი, ტორპედოელის გაძევებაზე პროვოცირება და ა.შ.). სწორედ ამიტომ, საჭიროა კვლავაც სრული სერიოზულობით მიდგომა და ასეთ შემთხვევაში პლეი-ოფში შევაღწევთ, ხოლო დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ
იქ ყველაფერს იკადრებენ,ბევრი პროვოკაცია იქნება და ბარათებს ერიდეთ.3 ბურთიანი უპირატესობა გაქვთ და ვალდებული ხართ პლეიოფი ითამაშოთ.
განმეორებით შეხვედრებში ან ზენიტი იკისრებს ქამბექს, ან ფეიენოორდი, ან... კუკესი



რაღაც მაგრად მჯერა მაგის და მე რო რაღაცაში დარწმუნებული ვარ, შანსი არაა ამიცდეს
მერე რა მაგარი იქნება კუკესის ქამბექი ხო>>??? შენ ეგ იგულისხმე ახლა და არა ზენიტი მჯერა...მერე დაჯდებით და ვაი ქომაგები ჯერ იღადავებთ და მერე გამოლანძღავთ ჩვენს გუნდს...მოგკლავთ ბიჭო ეს ბოღმა, დაგახრჩობთ და საკუთარ ქამბექებს მიხედეთ...საკუთარს
ყოჩაღ, მიმიხვდი !!!


ვაახ, ეს მასკიროვკა აღარ გამომდის ამ ბოლო დროს
დარწმუნებული ვარ შენ არ ხარ ქართველი....მინიმუმ ვერშემდგარი ადამიანი ხარ...კომპლექსები გკლავს..და შური...არც ფეხბურთი გიყვარს ..არც გესმის და ისტორიის წიგნთან არ გაგივლია....რა ტქმა უნდა ჩემთვის "დინამო" მტერია...მას არასდროს ვგულშემატკივრობ, მაგრამ არ ვიცი რატო გამიხარდებოდა სლოვაკები რომ გამოეგდო...პრინციპში უნდა მეკიდოს...უბრალოდ ჩვენი ქვეყნის რეიტინგის გამო ალბათ..აი პრემიერლიგის დონეზე რომ მივალთ მერე შეილება გეკიდოს...მოკლედ ყალბი ფანები-ეს არის ის რაც არ უხდება ფეხბურთს
ანაზდად პირად შეურაცხყოფაზე გადმოხვედი და კიდე მე მკლავს კომპლექსები ?


არ გრცხვენია მე მაგის დედა ვატირე ? კომენტარების მიხედვით როგორ უნდა დაასკვნა რო არაქართველი ვარ და თან ბოღმიანი ?
იქნებ სულაც ტორპედოს ტრენერი ჩხეტიანი ვარ და აქ ვკაიფობ რაღაცას ?
ვერ კაიფობ...და ზუსტად ვიცი, რომ არც "დინამოს" გულშემატკივრობ. რა პირადი შეურაცყოფა...აქ ყველა ნიკებით ვართ და პირადი შეურაწყოფა რა საკადრისია...მე შენი "კომენტარების" დამწერი ადამიანზე ვსაუბრობ, თორე რაში მაინტერესებს ვინ ხარ და სადაური...არც დავერდი ამდენს..უბრალოდ...საწყენია...ამდენი ბოღმა და პროვოკაცია....ამით თორპედოს და ჩხეტიანს არაფერი დააკლდებათ.
დინამო რა შუაშია ? ან როდის ვდებდი თავს "ფიფიას ექსპერიმენტის" გულშემატკივრობაზე ?
მე ჩემი აზრი და კომენტირების სტილი მაქვს. სარკაზმს ბოღმად ნუ აღიქვამთ.
იქნებ ისიც მითხრათ, რომ ჩვენი ფეხბურთი ირონიული დამოკიდებულების ღირსი არ არის
კორბენ რა გინდა, ქუთაისში პერსონა ნონგრატათ გინდა გამოგაცხადონ?დდდ
კუკესი ვერაფერსაც ვერ იკისრებს.
იდეალური ანგარიშია მადლობა ტორპედოს მაგრამ არ უნდა მოვეშვათ გადაწყვეტილიც არაფერია
მადლობა მინდა გადავუხადო ტორპედოს გშინდელი თამაშისთვის რაც შეეხება ხალხის არ მისვლას თვითონ ფეხბურთელების ბრალია ყოველ წელს ისეთ კატასტროფულ შედეგებს დებენ არარ ჯერავს ხალხს რომ სტაიონიდან გახარებული წამოვა და მაგიტომაა ყოველ წელს რომ კლებულობს მაყურებელი ნაკრებმა თუ არგამოასწორა შედეგები იგივე ბედი ელის
პოზიტიურ განწყობაზე ვარ, მაგრამ ეს მხოლოდ ანგარიშის და ჩვენი ბიჭების დამსახურებაა და მათ ვულოცავ.
რაც შეეხება სიტუაციას-სამწუხაროა...არ შეიძლება სეთი დამოკიდებულება...სად იყვნენ გულშემატკივრები...კაი ეროვნულ ლიგაზე არ დადიხართ-გასაგებია, მაგრამ გუშინ, როცა ქართული ფეხბურთის ბედი წყდება -სად იყავით სად? სირცხვილი თბილისი, სირცხვილი გულშემატკივრებს...სტადიონი სანახევროდ მაინც უნდა გავსებულიყო...ქუთაისიდან ვერ ჩამოვიდოდა 5000 კაცი...მაგრამ იმედი მქონდა მილიონ ნახევრიან ქალაქში 10 000 თბილისელი უქომაგებდა ქართულ გინდს...მაგრამ რაშია იცით საქმე??!!!- მყარად მჯერა რომ გუშინ ქუთაისის გაფარჩაქება გაუხარდებოდა ძალიან ბევრს....ვინც უნდა მედაოს...სიტყვა "ქუთაისის" გაგონებაზე რომ გულის რევის შეგრძნება ეწყებათ-მაგრამ ვერ მოგართვით...გაუმარჯოს "ტორპედოს" და ჭეშმარიტ გულშემატკივარს...ლიკუეტ სტალიცა გრუზიი, ლიკუეტ ვსია ნაშა სტრანა
ნი ლიკუეტ სტალიცა გრუზიი ძმა ნი ლიკუეტ ი ნიკაგდა ნი ლიკუეტ დლია გრუზიი ატო ლიკუეტ დლია ტბილისი ესაა სიმართლე გუშინ არ თამაშობდა დინამო და რადგან არ თამაშობდა ესეიგი ქართული გუნდი არ თამაშობდა სამარცხვინოა მაგათი საქციელი და მეტი არაფერი მაგრამ საკითხავი ისაა რა უნდოდა ტორპედოს იქ სადაც არავინ ელის რატო არ იყო იქ სადაც უყვართ და ქომაგობენ?ესაა მთავარი თორე ეგ არ მადარდებს მთავარი ჯგუფში მოხვდნენ და გულის ხეთქა ბოღმით მერე იქნება
"გულის რევის" რა მოგახსენო, მაგრამ ნაწილობრივ გეთანხმები: დინამო - სტრედას თამაშზე უკეთესი სიტუაცია იყო
5:2 მოიგო "ტორპედომ" და მაინც უკმაყოფილო დავრჩი
თითქოს დიდი უპირატესობაა, მაგრამ მაინც ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. კიდევ კარგი ის მაკრატელა აიღო კვასხვაძემ, თორემ მთლად ნირწამხდარნი ვიქნებოდით.
ხო ეგ მაკრატელა რომ გაეტანა ნამეტანი იქნებოდა ორი სუპერ გოლი ერთ თამაშში როგორ უნდა გამოსვლოდა კუკეშს.
ისე, მაგარი უცნაური ანგარიშები კი დაფიქსირდა გუშინ.. მოკლედ, ევროპალიგაზე, 'ექსპერტობას' აზრი არა აქვს
)
ევროპალიგაზე მართლა იშვიათად თუ დასვავ რამეს მაგრამ გუშინ 6 თამაში დავსვი მაგრამ მივამატე შაპოვალოვი რას ვიფიქრებდი ეგ ყ სახლში თუ ჰაასესთან წააგებდა
11 გუნდი დავწერე,და სევილიაზე მეწერა მოგება 2 ზე მეტი გოლით
იტოგში სევილიამ ჩააგდო
ვაუ - საღოლ თქვენ... სიამოვნებით მოგისმენთ, შემდეგი თამაშების მოახლოებისას
სევილია სლეა
ალბანეთში არ იქნება ადვილი თამაში, მიუხედავად 5 გატანილი გოლისა მაინც ძალიან სახიფათოდ დაჯდა 5:2.
წარმატებები ბიჭებს!! ! ამ ქალაქში ხოშეიძლება ერთხელ მოეთრეს ვინმე ვინც სტადიონს მაინც გააკეთებსდა ასეთი თამაშები აქ რო ჩატარდეს ...ქუთაისში რომყოფილიყო სასვსე სფადიონზე სულ სხვა მუღამი ექნებოდა
ამ დროს ანგარიში 5-1 გახდა. არაფროფესიონალურად წერთ - ხშირად გეშლებათ. მეტი პასუხისმგებლობა და პიეტეტი გამოიჩინეთ თქვენი ფროფესიის მიმართ
ტორპედოს ულოცავ. იმედია ფლეი-ოფში ვიხილავთ. შეცდომებზე იმუშავებენ, შენამაშდებიან და მთლიან საერთო დონეს ჩჩვენი ჩემპიონატის ასწევენ, -----> მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში 4:1 გახადა.
ისე ეს სემიჩკის ცოხნა მთელი თამნაში რაღა უბედურებაა მართლა @ ახალი მოდაა და საიდანღაც შემოვიდა ჩვენთან თუ ჩვენი ეროვნული მონაპოვარია ?? ალბათ მაინც მეორეა იმიტომ რომ სხვაგან არსად არ მინახავს ასეთი არაფერი @ რეჟისორს ერთი გოგო მოეწონა ალბათ და რამდენჯერაც აჩვენეს იმდენჯერ გაუთავებლად იცოხნებოდა და იპურჭყებოდა @ რამდენჯერაც მაყურებელი აჩვენეს იმდენჯერ 99% გაუთავებლად იცოხნებოდნენ თანაც ისე სინქრონულად ამოძრავებდნენ ხელებს ხელიდან პირამდე და პირიქით რომ ვიფიქრე ვინმე ხომ არ დირიჟორობს მეთქი ქვემოდან ! შე ჩემანალა სტადიონზე მართლა სემიჩკის საჭმელად მიდიხარ ? ან დაიყვირე ან დაუსტვინე ან მსაჯს მაინც შეაგინეე (თანაც ღირსიც იყო) რუსი ლოთბაზარა ვანია რომ დაგცინებს ამაზე ნერვებზე არ უნდა მოიშალოს კაცი ? ჩერდანცევის გადაცემაში წაიკაიფეს --"ბალეშიკი სიდიატ კაკ ნა პახარანახ ი ვსიო ვრემია ჩტო ტო ჟუიუტ" ანუ გაუთავებლად რაღაცას იღეჭებიანო და მეორემ უთხრა ალვათ სემიჩკას ღრღნიანო (გრიზუტ) რაზეც ორივემ დამცინავად ჩაიქირქილეს @
მაგარი დღე იყო ! აქეთ ჩვენი მაგარი მოგება იქეთ ჩვენი მომავალი მეტოქეების საშუალო დონეზე დაბალი თამაში ამას პლიუს ლუკაშენკოს მინსკის დინამომ 4-0 დაადო პუტინის საყვარელ ზენიტს !
დღეს ვიყავი სტადიონზე და მართლა ყოჩაღ ტორპედოს, არ მოველოდი ქუთათურებისგან, სულ ტყუილად იწუწუნეს ალბანელებმა, ქუთაისმა ჯავრი იყარა
ერთი რასაც დავუწუნებ ბოლო წუთებია, გუნდი გაჩერდა და ბევრი მომენტი მიეცათ ალბანელებს, სიონის მაგალითი გაითვალისწინონ და ეს მოგება გარანტირებულ ბილეთად არ ჩათვალონ, 90 წუთი წინაა და იქაც შეიძლება მოგებაზე ფიქრი, სხვა თუ არაფერი უეფა ამაში ფულს გიხდით
ასერომ თქვენი კარგი პრემიები თქვენზეა დამოკიდებული და ხალხის სტადიონზე მობრუნებაც.

პ.ს 3-4 წლის წინ დილა რომ იყო ამ ეტაპზე სტადიონზე უფრო მეტი ანშლაგი იყო
ერთადერთი რაც მაშინებს, ბოლო ოღონდ წუთში რო გაითიშა ყველა როინას გარდა ეგაა. სხვა მხრივ პრობლემა არ უნდა იყოს.
ეს ოღონდ საიდან გაჩნდა.დდ ბოლო ორ წუთში უნდა დამეწერა.დ
ანგარიშის მიხედვით კაი ალიყური მიუღიათ იმ უჯიშოებს. იმედია საპასუხოში მიიყვანენ საქმეს ბოლომდე.
me mjera qartuli fexburtis warmatebebis! Gwamdet, rom dagvibrundeba dideba! ogond erts gtxovt qartvelebo, rom arsebuli mdgomareobis miuxedavad nu movixseniebt cinikurad da agdebulad chvens fexburts... gvtkiodes,ganvicdidet da ufro seriozulad shevafasebt situaciebs. gaumarjos qartul fexburts!
ფეხბურთის მოყვარულისთვის, ძალიან სამწუხარო სიტუაცია იყო სტადიონზე: ძალიან ცოტა ხალხი და ისინიც 'სემიჩკის' საჭმელად და ნაცნობებთან სამასლაათოთ მოსული... ტაშის დაკვრაც კი ეზარება ხალხს...
დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართველებს ფეხბურთი არ/აღარ უყვართ და შესაბამისად, არც ილუზიებს ვიქმნი, 'ქართული ფეხბურთის გაბრწყინება'-სთან დაკავშირებით..
სემიჩკა მართლაც რაღაც კატასტროფაა! ქართველებს ფეხბურთი აღარ უყვართო მაგაში კი ვერ დაგეთანხნები, ოდნავი ნაპერცკალიც საკმარისია რომ სტადიონი შეივსოს, ტორპედომ პროგრესი რომ გააგრძელოს და გაისადაც მიუახლოვდეს პლეი-ოფს დამიჯერე გაივსება სტადიონი
მაგის წამალი ჯგუფურზე გასვლაა.იმედია გაახერხებს ამას ტორპედო.
მეგობარო მესმის შენი განაწყენება , მაგრამ დამიჯერე ამდენი იმედგაცრუების და ამდენი წარუმატებლობის შემდეგ კიდევ ბევრი ხალხი მივიდა ... ცინიკურად არ ვწერ მართლა ბევრი ხალხი მივიდა ... ესენი რომ ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ წელს ვთქვათ და გუნდი შეინარჩუნონ მომავალ წელს მესამე საკვალიფიკაციოზევე გაივსება სტადიონი ... ქართველი კაცის სტადიონზე მიბრუნებააა კაკრას ყველაზე ადვილი ისე გვიყვარს ფეხბურთი ...
Gilocavt dzmeob... yochag Torpedo!
ბრავო ტორპედოს
ტორპედო თუგავარდა ამწყვილიდან, დასაშლელია გუნდი : ))) ამათ იქაც უნდა მოვუგოთ, რა ძნელი თამაში კაიფობთ : ) რამდენჯერ გააზრებულად შევუტიეთ იმდენი შევუგდეთ, მეორეში დადგა გუნდი უბრალოდ : )
ეს ჟურნალისტი იყო მატჩზე? პირველი გოლის პასი მარინმა გააკეთა და მესამეზე მარინია გოლზე კუხიანიძემ!
არაუშავს, მთავარია გავიდეთ!
ჰალა, ტორპედო!
იქ ძაან ყურადღებით უნდა ვითამაშოთ და რამე რო იყოს და იქაც მოვიგოთ მაგრა წაგვადგება ქულებში
ვულოცავ ქუთაისელებს ბრწყინვალე გამარჯვებას ! ! !
ლუდოგორეცის თამაშს გადახედეთ ხალხნო???
ტყუილად ვფიქრობდით რომ ფაქტიურად უშანსოდ იქნებოდა ტორპედო, აღარ ყოფილა ისეთი გუნდი როგორიც გვახსოვდა და ძაან დიდი შანსი აქვს ტორპედოს.
რა თქმა უნდა აგარ არუს უსეთი გუნდუ როგორიც იყო მარა ტორპედომ გასვლაზე ესე უშანსოდ რო დამარცხდა შერიფთამ რომელიც არის ტორპედოს დონის გუნდი წელს მე გული გამიცრუა ძაან რავი იმედია შეუთამაშობლის ბრალი იყო
იდეაში სწორედ შეუთამაშებლობის ბრალი უნდა ყოფილიყო... ვნახოთ კუკეშთან რას იზავენ გასვლას, იმედია დაამტკიცებენ რომ ფუჭ იმედებს არ ვამყარებთ