ფეხბურთი

19:28 | 9.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

კალინიჩი "ატლეტიკოში" გადავიდა

"მილანის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ნიკოლა კალინიჩი კარიერას "ატლეტიკოში" გააგრძელებს. როგორც მადრიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ხორვატი მოთამაშე "როხიბლანკოსის" ღირსებას მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში დაიცავს.

კალინიჩმა გასული სეზონი "მილანში" იჯარის წესით გაატარა და 41 შეხვედრაში თავი 6-6 გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მიმდინარე წლის ზაფხულში ნიკოლა "როსონერიმ" გამოისყიდა და შემდეგ "ატლეტიკომ" ხორვატის სანაცვლოდ 14.5 მილიონი ევრო გადაიხადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110463