თამაშგარე

11:10 | 9.08.2018 | ნანახია NaN - ჯერ

რუსი ფანების დამსახურებული გვემა თესალონიკში

გუშინ საბერძნეთის უძველეს ქალაქ თესალონიკში, ევროპა ლიგაზე ბერძნული “პაოკისა“ და მოსკოვის “სპარტაკის“ მატჩის დროს რუსი ქომაგები და ჟურნალისტები უძველესი პროფესიის წარმომადგენლებივით მოიქცნენ, ბერძენი ქომაგების პროვოცირება სცადეს და სათანადო პანღურებიც ალალად დაიმსახურეს.

რუსეთის მედია კი წიოკობს - ბერძნებმა ეს რა გვიქნეს - გვტყიპეს და გვჯმუჯნესო, მაგრამ უეფა ბერძნებისათვის რიამე სახის ჯარიმის დაკისრებას არ აპირებს, რადგან ყველამ ნათლად დაინახა, რომ რუსი ფანები ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე უხამს ჟესტებს აჩვენებდნენ ბერძენებს და არც მუშტი-კრივს ერიდებოდნენ.

“სპარტაკის“ ფსევდოქომაგების უგვანო საქციელი წინა საფეხბურთო სეზონიდანაც გვახსოვს, როდესაც ბილბაოში მათ მიერვე ატეხილი ცემა-ტყეპის დროს ადგილობრივი პოლიციელი იმსხვერპლეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წესით მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ უნდა შეუშვან. იყვნენ თავიანთ რუსეთში და სოჭის “ჟემჩუჟინას“ ფანების ცემა-ტყეპით დაიოკონ საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ბოღმა და კომპლექსები...


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:13 | 29.01.2020
FC.BAYERN+GERMANY (10046)

მე მეგონა მიდლტონიც დაიბრიდათქო ნუ დებთ რა ამ შავ სურათებს ცოტა ხანი მაინც

14:46 | 29.01.2020
KoRBeN DaLLaS (24848)

რა ვქნა, მიყვარს შავი იუმორი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.086245
სარეკლამო ადგილი - 99
X x X