ისტორია

9:53 | 9.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

9 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1945. დაიბადა ზურაბ საკანდელიძე. თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების მცველი. ყველაზე ტიტულოვანი ქართველი კალათბურთელი. 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადის ჩემპიონი. 1967 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1965, 1967, 1969, 1971). 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. მსოფლიოს 1970 წლის პირველობის პრიზიორი. 1973 წლის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი. 1964 წლის ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი. 1969 წლის საკავშირო თასის მფლობელი. 1975 წლის საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი. ზურაბ საკანდელიძე 2004 წელს გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1876. დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დენ ოლიკიმ, 500 მილზე სპორტული სიარული დაასრულა. მან ეს დისტანცია 139 საათსა და 32 წუთში დაფარა.

1930. ამერიკელმა მძლეოსანმა პერსი უილიამსმა, 100 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (10,3).

1936. ამერიკელმა მძლეოსანმა ჯესი ოუენსმა, ბერლინის ოლიმპიადაზე ასპარეზობისას, თავისი მეოთხე ოქროს მედალი მოიპოვა.

1959. წინასასეზონო მზადების მიზნით მიუნხენში ჩატარებულ მატჩში, “მანჩესტერ იუნაიტედმა” ადგილობრივ “ბაიერნს” 2:1 მოუგო. მანჩესტერელმა ალბერტ ქუიქსოლმა ერთი გოლი მეორე ტაიმის მეოთხე წამზე გაიტანა, ხოლო მატჩის მიწურულს, მოედნიდან გააძევეს.

1980. თბილისის “დინამომ”, სსრკ თასის გათამაშების ფინალში, დონეცკის “შახტიორთან” 1:2 წააგო. “დინამოელთაგან” გოლი გიორგი ჭილაიამ გაიტანა. მოსკოვში “ლუჟნიკის” სტადიონზე თამაშს, 51 ათასი მაყურებელი დაესწრო. “დინამო”: გაბელია, სულაქველიძე, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, დარასელია, ჭილაია, მინაშვილი (ჩელებაძე), თავაძე (გუცაევი), ყიფიანი, შენგელია. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1984. დიდმა ბრიტანელმა მძლეოსანმა დეილი ტომასმა, ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე ათჭიდში ასპარეზობისას, 8,847 ქულა დააგროვა (მსოფლიოს რეკორდი).

1987. ჩეხოსლოვაკიაში ტურნეს დროს, თბილისის “დინამომ”, ოლომოუცში “სიგმასთან” 1:2 წააგო. ქართველთაგან გოლი გია გურულმა გაიტანა. “დინამო”: გაბელია, ფირცხალავა, ჭედია, ცვეიბა, კაკილაშვილი, სვანაძე, სულაქველიძე (მიქაშავიძე), ჟვანია, გურული (კორღალიძე), შენგელია.

1988. ლეგენდარული კანადელი ჰოკეისტი უეინ გრეცკი, “ედმონტონ ოილერზიდან” “ლოს ანჯელეს კინგზში” 20 მილიონ დოლარად გადავიდა.

1992. ბარსელონაში, თანამედროვეობის ოცდამეხუთე ოლიმპიადა საზეიმოდ დაიხურა. მასში მონაწილეობა 169 ქვეყნის 9368 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, პირველ ადგილზე დსთ-ს გაერთიანებული გუნდი გავიდა (45 ოქრო, 38 ვერცხლი, 29 ბრინჯაო). მეორე საფეხურზე აშშ-ის ნაკრები იყო (37, 34, 37), ხოლო მესამეზე გერმანელები აღმოჩნდნენ (33, 21, 28). ქართველთაგანოლიმპიურიჩემპიონებიგახდენენ დავით ხახალეიშვილი (ძიუდო), ლერი ხაბელოვი(თავისუფალიჭიდაობა) და კახიკახიაშვილი(ძალოსნობა).

1994. UEFA-ს თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, თბილისის “დინამომ”, რუმინეთის კრაიოვას “უნივერსიტატეას” 2:0 მოუგო. გოლები გიორგი ქინქლაძემ და შოთა არველაძემ (პენალტით) გაიტანეს. თამაში თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდა. “დინამო”: ზოიძე, ნემსაძე, ლობჟანიძე, შელია, ინალიშვილი, ყაველაშვილი (რევიშვილი), ა. არველაძე (ცქიტიშვილი), ჯამარაული, რ. არველაძე, ქინქლაძე, შ. არველაძე. გუნდს გივი ნოდია წვრთნიდა.

2005. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში, “მანჩესტერ იუნაიტედმა” უნგრულ “დებრეცენს” 3:0 მოუგო, ხოლო ლივერპულის “ევერტონი”, საკუთარ მოედანზე “ვილიარეალთან” 1:2 დამარცხდა.

2005. ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ, საკაბელო ტელეარხ ჩOMჩAშთ-თან 100 მილიონი დოლარის ღირებულების ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ამ ტელევიზიას NHL-ის მატჩების ტრანსლიაციის უფლება მიენიჭა.

2009. კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით “ჩელსიმ” პირველი ტიტული მოიგო. დედაქალაქელებმა “უემბლიზე” ინგლისის სუპერთასის მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედთან” 2:2 ითამაშეს, პენალტების სერიაში კი 4:1 იმარჯვეს.

2013. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ტესტ-მატჩში ისრაელი 79:77 დაამარცხა.

ამ დღეს დაიბადნენ

1883. ჯორჯ ჰოიტი. ამერიკელი საკალათბურთო მსაჯი. 1961 წელს შეიყვანეს “დიდების დარბაზში”.

1928. ბობ კოუსი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავი. თამაშობდა “ბოსტონ სელტიკსში”. ზედიზედ ცამეტი წლის განმავლობაში მიწვეული იყო “ყველა ვარსკვლავის” მატჩში მონაწილეობის მისაღებად. ბოსტონელთა გუნდის ისტორიაში გაკეთებული აქვს სარეკორდო რაოდენობის, 6955 შედეგიანი პასი. საკალათბურთო კარიერის განმავლობაში მოპოვებული აქვს 16965 ქულა. EშPN-მა მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენთა სიაში 94-ე ნომრად შეიყვანა.

1931. მარიო ზაგალო (მარიო ჟორჟე ლობო ზაგალო). ბრაზილიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. 1958 და 1962 წლებში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 1970 წელს, მისი მწვრთნელობით, ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მესამედ იზეიმა მსოფლიოს ჩემპიონობა. 1994 წელს, აშშ-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიელთა მთავარი მწვრთნელის, კარლოს ალბერტო პარეირას თანაშემწედ მუშაობდა. ზაგალოს მიღწევის (მსოფლიოს ჩემპიონობა ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში) გამეორება მხოლოდ გერმანელმა ფრანც ბეკენბაუერმა მოახერხა. 2006 წლის მუნდიალზე, ზაგალო კვლავინდებურად კარლოს ალბერტო პარეირას თანაშემწე იყო, მაგრამ ამჯერად, ბრაზილიელები მეოთხედფინალიდან, საფრანგეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ გამოეთიშნენ ასპარეზობას.

1936. სერგო კოტრიკაძე. თბილისის “დინამოს” გოლკიპერი (1957-70). 1969 წელს თამაშობდა ქუთაისის “ტორპედოში.” ჩაატარა საკავშირო ჩემპიონატების 260 მატჩი და 58 საერთაშორისო შეხვედრა. შედიოდა სსრკ ნაკრების შემადგენლობაში. მონაწილეობდა 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატსა და მეჩვიდმეტე ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში. მიღებული აქვს სსრ კავშირის ჩემპიონის (1964) და სამი ბრინჯაოს (1959, 1962, 1967) მედალი. 1969 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. 1962 წელს აღიარეს სეზონის საუკეთესო მეკარედ და მიეკუთვნა ჟურნალ “ოგონიოკის” პრიზი. 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საკავშირო ნაკრების განაცხადში იყო. ოთხჯერ შედიოდა “33 საუკეთესოს” სიაში (1960-63). მუშაობდა თბილისის “დინამოს” მწვრთნელად (1971-73). ღირსების ორდენის კავალერი. სერგო კოტრიკაძე 2011 წელს გარდაიცვალა.

1938. როდ ლეივერი. ავსტრალიელი ჩოგბურთელი. ერთადერთი ჩოგბურთელი, რომელმაც ორჯერ შეძლო ერთი წლის განმავლობაში “დიდი სლემის” ოთხივე ტურნირის მოგება (1962, 1969). თამაშობდა მარცხენა ხელით. უიმბლდონის ოთხგზის, ავსტრალიის ღია პირველობის სამგზის, აშშ-ისა და საფრანგეთის ღია პირველობების ორგზის ჩემპიონი. მოიპოვებდა გაცილებით მეტ ტიტულს, მაგრამ 1962 წელს პროფესიონალებში გადავიდა და 1968 წლამდე “დიდი სლემის” ტურნირებზე გამოსვლის უფლებას მოკლებული იყო.

1945. ზურაბ საკანდელიძე. თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების მცველი. ყველაზე ტიტულოვანი ქართველი კალათბურთელი. 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადის ჩემპიონი. 1967 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1965, 1967, 1969, 1971). 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. მსოფლიოს 1970 წლის პირველობის პრიზიორი. 1973 წლის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი. 1964 წლის ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი. 1969 წლის საკავშირო თასის მფლობელი. 1975 წლის საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი. ზურაბ საკანდელიძე 2004 წელს გარდაიცვალა.

1945. კენ ნორტონი. ამერიკელი მოკრივე. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს (1972).

1964. ბრეტ ჰალი. ამერიკელი ჰოკეისტი. ლეგენდარული ბობი ჰალის ვაჟი. დამყარებული აქვს განაპირა ფორვარდის რეკორდი: ჰოკეის ეროვნული ლიგის ერთ სეზონში გაიტანა 86 შაიბა.

1968. ჯეი სტეისი. ავსტრალიის ბალახის ჰოკეისტთა ნაკრების წევრი. მონაწილეობდა სამ ოლიმპიადაზე (1988, 1992, 1996) და ატლანტის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

1973. ფილიპო ინძაგი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ფეხბურთში იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. იტალიის ნაკრების 57 მატჩში გაიტანა 25 გოლი. “იუვენტუსთან” ერთად მოგებული აქვს იტალიის ჩემპიონობა (1998) და ქვეყნის სუპერთასი (1997). “მილანის” რიგებში გამოსვლისას 2003 და 2007 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი, ორჯერ ევროპის სუპერთასი (2003, 2007) და 2007-ში გახდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული. “როსონერისთან” ერთად 2003 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი, 2003-ში კი დაეუფლა ქვეყნის თასს.

1974. დერეკ ფიშერი. “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” მცველი (183 სმ). 2000, 2001, 2002 და 2009 წლებში გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი. ფიშერის ხელფასი 5 მილონ 48 ათასი დოლარია.

1977. მიკაელ სილვესტრი. საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “რენის,” “ინტერის”, “მანჩესტერ იუნაიტედის” და “არსენალის” მცველი. 2001 და 2003 წლებში მოიგო კონფედერაციათა თასი. 2006 წლის მსოფლიოს პირველობის ვერცხლის მედლის მფლობელი. საფრანგეთის ნაკრების 40 მატჩში, გაიტანა 2 გოლი. მანჩესტერელთა რიგებში 2008 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. 1999 წელს დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს. 2000, 2001, 2003 და 2008 წლებში გახდა ინგლისის ჩემპიონი.

1981. ჯარვის ჰეისი. “ვაშინგტონ უიზარდსის” მსროლელი-ფორვარდი (201 სმ).

0.127095