ფეხბურთი

21:09 | 8.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"კუკეშის" მწვრთნელი: "ჩვენ ვართ საფეხბურთო გუნდი და არა პოლიტიკოსები"

ალბანური “კუკეშის” მთავარმა მწვრთნელმა არმანდო ცუნგუმ ქუთაისის “ტორპედოსთან” ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასამართი მატჩის წინ ისაუბრა. ალბანელთა თავკაცი პრესკონფერენციაზე ფეხბურთზე მეტად იმ პრობლემებს შეეხო, რომელიც მათი აზრით ქართულმა მხარემ გამიზნულად შექმნა.

“გუნდის ატმოსფერო კარგი ნამდვილად არაა. მთავარი მიზეზი კი ოთხი ფეხბურთელის მისამართით ვიზის გაუცემლობაა. აქედან გამომდინარე უკვე დანარჩენი პრობლემებიც წარმოიქმნა. ხაზი მინდა გავუსვა ფეირ-პლეის პრინციპების დაცვას. ჩვენ აქ მხოლოდ ფეხბურთის სათამაშოდ ვართ და არ გვინდა მას პოლიტიკა დავუკავშიროთ.

ჩვენ ვართ ფეხბურთელები და არა პოლიტიკოსები. ჩვენ არ ვართ დევნილები, ასეთი რამ მე აქამდე არსად მინახავს. მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია ვის მოვთხოვო პასუხი. ჩემთვის სულერთია ვინაა დამნაშავე, საქართველოს სახელმწიფო თუ ორგანიზატორი გუნდი”, - განაცხადა ცუნგუმ.

“ტორპედოსთან” მატჩისწინ “კუკეშის” კაპიტანმა ილი შამეტმაც გააკეთა:

“ჩვენს გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გუნდში ატმოსფეროს რაც შეეხება, დავეთანხმები მწვრთნელს და ის კარგი ნამდვილად არაა. თუმცა, ჩვენ კონცენტრაციას თამაშზე მაქსიმალურად მოვახდენთ”, - თქვა შამეტმა.

“ტორპედოსა” და “კუკესის” შეხვედრა 9 აგვისტოს, თბილისში, 21:00 საათზე გაიმართება.

0.114238