ფეხბურთი

19:39 | 8.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" განცხადება "კუკეშის" ბრალდებებზე

ქუთაისის “ტორპედო” ალბანური “კუკეშის” ბრალდებებს ოფიციალური განცხადებით პასუხობს, რომელსაც გთავაზობთ:

ქუთაისის “ტორპედო” ყველაფერს გააკეთებს “კუკეშის” თბილისში ყოფნის პერიოდში მათ გამგზავრებამდე, რაც მასპინძლის მოვალეობაა. რაც შეეხება მომხდარს, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები.

ჩვენ საქმის კურსში უეფა ჩავაყენეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ჟურნალისტებს მოთმინებისთვის და გულშემატკივრებს. საუბარი იყო 4 ფეხბურთელზე. კოსოვოს არ აღიარებს საქართველო და შესაბამისად, სახელმწიფო მას ვერ შემოუშვებდა. მიუხედავად ამისა, მოხდა გამონაკლისი და ის დაუშვეს. იგივე ეხება მოზამბიკელ ფეხბურთელსაც. რაც შეეხება მაკედონიელ ფეხბურთელებს, მათ შესახებ ინფორმაცია გუნდმა მიიღო ორი დღით ადრე და ასეთ მოკლე მონაკვეთში ვიზის გაცემა რთულია. მიუხედავად ამისა, მათზე ვიზები გაიცა. თუმცა, როცა ეს “კუკეშს” შევატყობინეთ, მათი პასუხი იყო, რომ ისინი საქართველოში აღარ მოდიან. დანარჩენი ფეხბურთელების მონაცემები კი 5 დღით ადრე გადმოგვიგზავნეს და ყველაფერი გავაკეთეთ წერილის მიღებისთანავე, რაც საჭირო იყო.

ჩვენს ალბანეთში გამგზავრებას რაც შეეხება, მეტოქისგან განსხვავებით, ვიზებზე გაცილებით ადრე ვიზრუნეთ და ყველა ფეხბურთელი, რომლის წაყვანასაც მწვრთნელი გადაწყვეტს, ალბანეთში უპრობლემოდ გაემგზავრება”, - ნათქვამია განცხადებაში.

0.111716