კატალონიის “ბარსელონამ” სენეგალის ნაკრების მცველი მუსა ვაგე დაიმატა. აღნიშნულ ინფორმაციას კატალონური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.
19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ბელგიურმა “ეუპენმა” 4.5 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო ესპანელებმა 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ვაგეს გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება.
შეთანხმების თანახმად, ვაგე დამდეგ სეზონში “ბარსელონა B”-ში ითამაშებს და პირველი გუნდის დაკვირვების ქვეშ იქნება.
მუსა ვაგემ სენეგალის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, მეორე ტურში იაპონიას გოლიც გაუტანა და მუნდიალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა აფრიკელი გახდა, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა.