თამაშგარე

16:31 | 8.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ყოფილი ცოლი ბუფონის ქომაგად რჩება

აწუკვე საფრანგეთში გადაბარგებული ლეგენდარული იტალიელი გოლკიპერის, ჯანლუიჯი ბუფონის ყოფილი ცოლი, ჩეხი მოდელი ალიონა სერედოვა მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ ქმარზე დღესაც ნაწყენია (როგორც იცით “ჯიჯიმ“ მეუღლეს ახალგაზრდა მოცეკვავესთან უღალატა) მას კარიერაში მაინც დიდ წარმატებას უსურვებს.

ალიონა სერედოვა ამბობს, რომ პირადი წყენის გამო, არასოდეს დაუკარგავს რეალობისა და ობიექტურობის შეგრძნება და მან კარგად იცის, რომ ჯანლუიჯი ბუფონი ეპოქალური გოლკიპერია, რომლის დარიც ჩვენს პლანეტაზე ბევრი არ მოიძებნება. ალიონას უხარია, რომ სწორედ ასეთი ლეგენდარული კაცია მისი შვილების მამა.

“გამოგიტყდებით და ფეხბურთში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ, ჯანლუიჯის გამო ტურინის “იუვენტუსს“ წლების მანძილზე მთელი გულით და სულით ვქომაგობდო. ახლა კ,ი რაკი ბუფონი სათამაშოდ საფრანგეთის დედაქალაქში წავიდა, ასევე მთელი გულით “პსჟ“-ს ვუქომაგებ“ - ამბობს აპენინელი გოლკიპერის ყოფილი ცოლი.

0.122702