ფეხბურთი

14:29 | 8.08.2018 | ნანახია 1209 - ჯერ

ჯაბა კანკავა ტურის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ნახევარმცველის თამაში გასულ ტურში ყაზახეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ გამოარჩია.

გასულ უიქ-ენდზე "ტობოლი" "ორდაბაისთან" (1:1) დაზავდა, ხოლო კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო.

“ორდაბაისთან” მატჩში კანკავა მართავდა ნახევარდაცვას. ამასთან, კარგად ეხმარებოდა დაცვას მეტოქის გაკონტროლებაში და იწყებდა თავისი გუნდის შეტევებს. ქართველმა ორთაბრძოლების 79% მოიგო, 12 ჩაჭრა განახორციელა, აქედან 6 სუფთა ვარდნა. პასების 94% ზუსტი გააკეთა და მარგი ქმედების კოეფიციენტმა 263 შეადგინა”, - წერს პროფესიული ფეხბურთის ლიგა.

ჯაბა კანკავას ყაზახეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 19 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 2 გოლი გაიტანა.

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:40 | 08.08.2018
თორღვა პანკელი (1023)

ტობოლზე უკეთესი გუნდში კი მინდოდა კანკავა მაგრამ რას იზამ, მთავარია პრაქტიკა ქონდეს და ოქრის არ იყოს ნაკრებში ყოველთვის დონეა ჯაბა.

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.176389