ფეხბურთი

13:35 | 8.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ვგმობთ ამ ქმედებებს და "ტორპედოსთან" კავშირს ვწყვეტთ" - "კუკეშის" ახალი განცხადება

ვითარება დაიძაბა. “კუკეში” ოფიციალურ წერილს აქვეყნებს, რომელშიც არაერთ პრობლემაზეა საუბარი. ალბანური გუნდი ქუთაისის “ტორპედოსთან” კავშირს წყვეტს და მათ მიერ ორგანიზელ ვახშამს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება.

ალბანელები მიიჩნევენ, რომ მეტოქემ პრობლემები განზრახ შეუქმნა, რომელიც გუნდის დაღლილობას ემსახურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში მეგობრულად არ დახვდნენ და გარდა ამისა, სამი ფეხბურთელი ვიზის გარეშე დარჩა:

“ხანგრძლივი და მძიმე მოგზაურობის შემდეგ, რომლის დროსაც ბევრი წინაღობა გვქონდა, საქართველოში ვართ. ჩვენი გუნდი სასტუმრო “რედისონ ბლუ”-ში დაბინავდა. მასპინძელი გუნდი და როგორც ორგანიზატორი, “ტორპედო” აგრძელებს დაბრკოლებების შექმნას და ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს, რომელიც ევროტურნირებისთვისაა საჭირო. ჩვენთვის ყველაზე შემაშფოთებელია ის, რომ ვიზები არ მისცეს ჩვენს ფეხბურთელებს, ვალონ ეტემის, ედის მალიქსა და ფაიტ რეჯინალდოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავდაპირველად დაგვპირდა, რომ ასეთი პრობლემა არ შეგვექმნებოდა.

მეკარე ფატონ მალოკუ თბილისის აეროპორტში სპორტულ დირექტორთან ერთად დაახლოებით 7 საათი გააჩერეს და საბოლოოდ, მათ ჩვენამდე ადგილობრივი დროით 11 საათზე მოაღწიეს.

ქართველები არ ყოფილან მეგობრულები და სტუმართმოყვარეები. გარდა მალოკუს პრობლემისა, ჩვენ არ გამოგვაცილა პოლიცისს ესკორტმა. ჩვენ ვგმობთ ყველა ამ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს “კუკეშის” ფეხბურთელებისა და დელეგაციის დაღლილობას. ეს ქცევა არ ემსახურება სამართლიანი თამაშის პრინციპებს და ამიტომ, ჩვენ ორგანიზატორ კლუბთან ვწყეტთ ყოველგვარ კავშირს. პროტესტის ნიშნად კი, “ტორპედოს” ორგანიზებულ ვახშამზე მისვლას არ ვაპირებთ. ჩვენ უკვე ვაცნობეთ უეფას დელეგატებს მომხდარის შესახებ.

ჩვენ გვყავს ქართველი ირაკლი ძარია, რომელიც ძალიან კარგი ფეხბურთელი და ადამიანია. ველოდით, რომ მისი თანამემამულეებიც ასეთივე მეგობრულები იქნებოდნენ.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის დამატებითი სტიმული იქნება, რომ ვითამაშოთ მაღალ დონეზე და ღირსეულად დავტოვოთ საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც გვითამაშია ყოფილ კომუნისტურ სახელმწიფოებში, ასეთი შემთხვევა არ მომხდარა. იმედია, ალბანეთის სახელმწიფო გაითვალისწინებს საქართველოში შექმნილ პრობლემებს და შესაბამის ზომებს მიიღებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, “ტორპედოსა” და “კუკეშის” მატჩი 9 აგვისტოს, “მიხეილ მესხზე” გაიმართება. ეს შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115045