სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ისტორია

9:47 | 8.08.2018 | ნანახია 171 - ჯერ

8 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1981. დაიბადა როჯერ ფედერერი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი. ერთეულთა თანრიგში მოგებული აქვს ყველაზე მეტი რაოდენობის (19) სადიდსლემო ტურნირი. ექვსჯერ მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი. 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი ერთეულთა თანრიგში. 2008 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი წყვილთა თანრიგში. კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვს 83 მილიონ 102704 დოლარი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1900. აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბრუკლინის “ლონგვუდ კრიკეტ კლაბის” კორტებზე სტარტი აიღო ჩოგბურთში დევისის თასის პირველი გათამაშების ფინალმა. დევისის თასის (პრიზი ამერიკელთა ნაკრების წევრმა დუაიტ დევისმა ტურნირს საჩუქრად გადასცა) პირველი მფლობელი აშშ-ის ეროვნული ნაკრები გახდა, რომელმაც დიდ ბრიტანეთს 3:0 მოუგო.

1902. დევისის თასის მეორე გათამაშების ფინალში, აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა დიდი ბრიტანეთის ნაკრებს 3:2 მოუგო. მატჩი ნიუ იორკში ჩატარდა.

1903. დევისის თასის მესამე გათამაშების ფინალში დიდი ბრიტანეთის ეროვნულმა გუნდმა აშშ-ის ნაკრებს 4:1 მოუგო. მატჩი ბოსტონში ჩატარდა.

1962. თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში “ჰანოვერთან” 2:2 ითამაშა. დინამოელთაგან ერთი გოლი ზაურ კალოევმა გაიტანა, მეორე ბურთი კი, გერმანელებმა საკუთარ კარში შეაგდეს. თამაში ჰანოვერში ჩატარდა. “დინამო”: კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ხურცილავა, ჩოხელი, ზეინკლიშვილი, გიორგი სიჭინავა, დათუნაშვილი, იამანიძე, კალოევი, ბარქაია, მესხი. გუნდს მიხაელ იაკუშინი წვრთნიდა.

1973. მხედველობის გაუარესების გამო, 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ტოსტაომ (ედუარდო გონკალვეს ანდრადე) ფეხბურთიდან წასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება. მან ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში 55 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “კრუზეიროსა” და “ვასკო და გამაში.” თვალის ტრავმა ტოსტაომ (მაშინ იგი “კრუზეიროში” თამაშობდა) 1969 წელს მიიღო, როდესაც “კორინთიანსთან” შეხვედრისას მას ბურთი სახეში მოხვდა. ექიმებმა მისი დახმარება შეძლეს, რის შემდეგაც ტოსტაომ მექსიკის 1970 წლის მუნდიალზე ასპარეზობა მოახერხა, მაგრამ 1973 წელს იგივე თვალი დაიზიანა, რაც მას საფეხბურთო კარიერის ნაადრევად დასრულებად დაუჯდა. იმ პერიოდში ტოსტაო მხოლოდ 26 წლის იყო (იგი 1947 წლის 25 იანვარსაა დაბადებული). მოგვიანებით ლეგენდარული ფეხბურთელი სპორტული ტელეკომენტატორი და ჟურნალისტი გახდა.

1970. თბილისის “დინამომ” მეხუთედ ისაპარეზა საბჭოთა კავშირის თასის ფინალში და კვლავ დამარცხდა. ამჯერად თბილისელებს მოსკოველმა თანაკლუბელებმა 2:1 მოუგეს. ქართველთაგან გოლი შოთა ხინჩაგაშვილმა გაიტანა. მატჩი მოსკოვში “ლუჟნიკიზე” ჩატარდა.

1976. თბილისისდინამომესპანეთის ქალაქ ლა ლინეას საერთაშორისო ტურნირში მესამე ადგილისათვის მატჩშიამსტერდამს” 6:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები რევაზ ჩელებაძემ (2), ვიტალი დარასელიამ, მანუჩარ მაჩაიძემ, დავით ყიფიანმა და ალექსანდრე ჩივაძემ გაიტანეს. “დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, ხიზანიშვილი, ჩივაძე, მანუჩარ მაჩაიძე, ქორიძე, დარასელია (კოპალეიშვილი), ყიფიანი (გოჩა მაჩაიძე), ჩელებაძე. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1988. ამერიკელმა მოცურავემ მეტ ბიონდიმ 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:47,69).

1989. თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში შოტლანდიურ “ჰართსთან” 2:0 მოიგო. ერთი გოლი კახა გოგიჩაიშვილმა გაიტანა, ერთი ბურთიც შოტლანდიელებმა საკუთარ კარში შეაგდეს. მატჩი შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში ჩატარდა. “დინამო”: გაბელია, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, გ. ჯიშკარიანი, ჩიქოვანი, დარასელია (აფციაური), ცვეიბა, ქეცბაია, კაჭარავა, გოგიჩაიშვილი. გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა.

1995. UEFA-ს თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის “დინამომ” ბულგარეთში “ბოტევთან” 0:1 წააგო. “დინამო”: ზოიძე, კობიაშვილი, მაჭავარიანი, დიდავა, დემეტრაძე (კალაძე), კიკნაძე, გოგიჩაიშვილი, ცქიტიშვილი, კაჭარავა, ხომერიკი, გახოკიძე (ცაავა). გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა.

2002. ნიუ იორკში მადრიდის “რეალის” ასწლოვან იუბელესტან დაკავშირებით “სამეფო კლუბისა” და “რომას” შეხვედრა ჩატარდა. ასპარეზობა უგოლო ფრით დასრულდა.

2005. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ეროვნულ გუნდს 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულებამდე მთავარ მწვრთნელად გაიოზ დარსაძე დაუნიშნა.

2005. იტალიის სერია B-ს გამარჯვებული გენუის “ჯენოა” მატჩების ჩაწყობის ბრალდებით სერია ჩ-ში დააქვეითეს და სამი საჯარიმო ქულაც დააკისრეს.

2005. ჰოკეის ეროვნული ლიგის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი, უეინ გრეცკი “ფინიკს კოიოტსის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

2008. ჩინეთის დედაქალაქ პეკინში საზეიმოდ გაიხსნა თანამედროვეობის XXIX ოლიმპიური თამაშები.

2010. “მანჩესტერ იუნაიტედმა” ლონდონში “ჩელსის” 3:1 მოუგო და თავის ისტორიაში 18-ედ მოიპოვა ინგლისის სუპერთასი.

2013. მაიამი. გინესის თასის ფინალი

ჩელსი – რეალი 1:3 (1:2)

“სან ლაიფ სთედიუმი” 67273

ჩელსი: ჩეხი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი (ასპილიკუეტა 73), ეშლი კოული, რამირესი (ესიენი 73), ვან გინკელი (შურლე 73), ლამპარდი (დე ბრიუინი 46), ოსკარი (მოზესი 46), ლუკაკუ (ტორესი 46), აზარი

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

რეალი: კასილიასი, არბელოა, რამოსი, პეპე, მარსელო (ნაჩო 73), მოდრიჩი (კაზემირო 73), ხედირა, ისკო (მორატა 84), იოზილი, რონალდუ, ბენზემა (დი მარია 69)

მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

2013. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ტესტ-მატჩში პოლონეთთან 75:87 წააგო.

2013. გორის “დილამ” ევროპა ლიგის მესამე საკვალიფაკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ხორვატიის სპლიტის “ჰაიდუკს” 1:0 მოუგო და პლეი ოფში გავიდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1924. ნიკოლაი სოლოგუბოვი. საბჭოთა ჰოკეისტი. 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1960 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი. 1956 და 1963 წლებში მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. 1956, 1957 და 1960 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე დაასახელეს ტურნირის საუკეთესო მცველად. ევროპის ცხრაგზის ჩემპიონი (1955-63). იყო საკავშირო ნაკრების კაპიტანი (1957-61).

1932. ზიტო. 1950-60-იანი წლების ბრაზილიის ნაკრებისა და “სან პაულოს” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1958 და 1962 წლების მსოფლიოს ჩემპიონი. ორჯერ ფლობდა ლიბერტადორესისა და საკონტინენტთაშორისო თასებს. ბრაზილიის თასის ხუთგზის მფლობელი. სან პაულოს შტატის მრავალგზის ჩემპიონი. დისპეტჩერული მონაცემების გამო გულშემატკივრებმა “პატრაო” (პატრონი) შეარქვეს.

1939. ვიორიკა ვისკოპოლეანუ. რუმინელი მძლეოსანი. სიგრძეზე ხტომაში 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1947. კენ დრაიდენი. კანადის ნაკრებისა და “მონრეალ კანადიენსის” გოლკიპერი. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში დებიუტი ჰქონდა 1970-1971 წლების სეზონში და იმავე პირველობის ფლეი-ოფის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ექვსჯერ აქვს მოგებული სტენლის თასი. ხუთჯერ აღიარეს სეზონის საუკეთესო მეკარედ. მონაწილეობდა კანადა-სსრკ სუპერსერიაში. 26 წლის ასაკში კლუბის ხელმძღვანელობასთან წამოჭრილი კონფლიქტის გამო გუნდიდან წავიდა, თუმცა “კანადიენსის” ბოსები დრაიდენის პირობას დაეთანხმნენ და კენიც დაბრუნდა. ჰოკეიდან საბოლოოდ დრაიდენი 1979 წელს წავიდა. 1997 წლიდან გახდა “ტორონტო მეიფლ ლივზის” პრეზიდენტი. დაწერილი აქვს რამდენიმე წიგნი. მუშაობდა ადვოკატადაც.

1951. ლუის ვან გაალი. ჰოლანდიის ნაკრების, ამსტერდამის “აიაქსის”, “ბარსელონას,”, “ალკმაარის”, “ბაიერნის”, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი. განსაკუთრებულ წარმატებას “აიაქსში” მუშაობისას მიაღწია, როდესაც 1995 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ასევე ამსტერდამელებს სამჯერ მოაგებინა ჰოლანდიის ჩემპიონობა და ერთხელ უეფას თასი (1992). 1995 წელს “აიაქსმა” საკონტინენტთაშორისო თასისთვის მატჩში ბრაზილიური “გრემიო” დაამარცხა. 1996 წელს “აიაქსი” კვლავ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელშიც ტურინის “იუვენტუსთან” დამარცხდა. “ბარსელონა” ორჯერ გახადა ესპანეთის ჩემპიონი და ევროპის სუპერთასი მოაპოვებინა. 2009 წელს ჰოლანდიის პირველობა “ალკმაარს” მოაგებინა და მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი გახდა. ბავარიელებთან ერთად 2010 წელს ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და სუპერთასი მოიგო და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. მოთამაშეობისას იცავდა ბელგიური “ანტვერპენის”, როტერდამის “სპარტასა” და “ალკმაარის” ღირსებას. სამწვრთნელო კარიერა დაიწყო “ალკმაარში”, მოგვიანებით “აიაქსში” ლეო ბეენჰაკერის თანაშემწე გახდა, ხოლო ამსტერდამელთა მთავარ მწვრთნელად 1991 წლიდან დაინიშნა. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წვრთნიდა ჰოლანდიის ნაკრებს და გუნდი მესამე ადგილზე გაიყვანა.

1953. ნაიჯელ მენსელი. ფორმულა-1-ის ბრიტანელი პილოტი. 1992 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. მიჩნეულია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მრბოლად.

1981. როჯერ ფედერერი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი. ერთეულთა თანრიგში მოგებული აქვს ყველაზე მეტი რაოდენობის (19) სადიდსლემო ტურნირი. ექვსჯერ მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი. 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი ერთეულთა თანრიგში. 2008 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი წყვილთა თანრიგში. კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვს 83 მილიონ 102704 დოლარი.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1949. ივან პოდუბნი. ლეგენდარული რუსი მოჭიდავე (დაიბადა 1871 წელს).

1973. ჩარლზ დენიელზი. ამერიკელი მოცურავე (დაიბადა 1885 წელს). იგი მეოცე საუკუნის დასაწყისის საუკეთესო მოცურავე იყო. მას ოლიმპიური თამაშებზე ოქროს ოთხი მედალი აქვს მოგებული. დენიელზმა დაამკვიდრა კროლის სტილით ცურვა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.043336