ტურინის “იუვენტუსის” და ხორვატიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მარკო პიაცა “ფიორენტინაში” ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია “იების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
23 წლის ფეხბურთელი “არტემიო ფრანკიზე” 2018/2019 წლების სეზონს იჯარით ჩაატარებს, ხოლო შემდგომ “ფიორენტინას” მისი გამოსყიდვა შეეძლება.
პიაცა “იუვენტუსს” 2016 წელს ზაგრების “დინამოდან” შეუერთდა. მან ტურინული გრანდის მაისური 20-ჯერ მოირგო. მარკო გასული სეზონის მეორე ნახევარში “შალკეში” გახლდათ განათხოვრებული და 9 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.
ის განვლილ მუნდიალზე ხორვატიის ნაკრების განაცხადში იმყოფებოდა და მოედანზე გასვლა 3-ჯერ მოუწია.