ფეხბურთი

21:52 | 7.08.2018 | ნანახია 3172 - ჯერ

აღიარება - ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს (+VIDEO)

"სან ხოსეს" ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის 23-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული ლიგის ვებგვერდი ავრცელებს.

ყაზაიშვილი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ამერიკულ კარიერაში პირველად დასახელდა. გასულ უიქ-ენდზე ქართველმა ფეხბურთელმა ლიდერ "დალასთან" ჩინებულად ითამაშა, დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს მოაგებინა (3:1).

აქვე შეგახსენებთ, რომ ვაკო გურამ კაშიასთან ერთად ტურის სიმბოლურშიც მოხვდა.

Loading...

კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:00 | 08.08.2018
თორღვა პანკელი (1037)

უცხოურ ჩემპიონატებში მოთამაშე ყველა ჩვენიანმა ძალიან მოუმატა, თითქმის ყველა შედეგიანად თამაშობს რაც წარმოუდგენელია ნაკრებს არ დაეტყოს, როგორც მინიმუმ ადგილი ძირითადში და პრაქტიკა არავის არ აკლია, არაბიძეც მოშორდა იმ შახტარის ახალგაზრდულს, ერთადერთი რაც მადარდებს მჭედლიძეა, არაა ადვილი ამდენი ტრავმიანობის შემდეგ ფორმაში შესვლა.

12:52 | 08.08.2018
iceman (2062)

ეჰ რა დონეზე დავეშვით ვაკო ნაკრების ლიდერია და მისგანაც კი სანატრელი გვაქვს ამერიკის ლიგის სიმბოლურები, მაშინ როცა თუნდაც გერმანიის სიმბოლურში ხვდებოდნენ ჩვენები და ნაკრებში მაინც არ ქონდათ გარანტირებული ადგილი. არ ვიცი რისი იმედი უნდა გვქონდეს მაშინ როცა 20 წლის წინანდელმა ნაკრებმაც კი ვერაფერს მიაღწია არადა დღევადელი ფეხბურთელეიდან ერთიც კი ვერ მოხვდებოდა იმ ნაკრების შემადგენლობაში

10:43 | 08.08.2018
deqstera_best_7 (1778)

ძალიან კარგია, ყაზაიშვილი-ჩაკვეტაძე მგონი კარგ ფორმაში შეხვდებიან ყაზახეთთან მატჩს

10:10 | 08.08.2018
O. Mertskhali (3219)

++++
უიშვიათესი ამბავია, ჩვენთვის: ქართველ ფეხბურთელებს, მგონი, ტიტული მეტი აქვთ მონაგები, ვიდრე ტურის საუკეთესოები არიან განახდომი

02:32 | 08.08.2018
sul2 (202)

ვაკო და კარასკო მაინც ევროპაში ჯობია დაბრუნდნენ. აგერ მიბაძეთ აქსელ ვიცელს

09:54 | 08.08.2018
mjgiri (3926)

კი,ვაკო ძალიან აკლია ევროპულ ტოპ-ფეხბურთს. იმედია ეგ და ლიპარტია გადავლენ სადმე პრემიერლიგაში

00:28 | 08.08.2018
lagashi (3178)

ეს ძალიან კარგი მაგრამ სან ხოსე რომ გავარდნის მთავარი კანდიდატია მერე რა გეგმები აქვთ ჩვენებს? თუ მანდ არც ვარდება არავინ?

00:42 | 08.08.2018
R M A (64)

არ ვარდება გუნდი

22:57 | 07.08.2018
ogafa (8029)

ყოჩაღ

22:00 | 07.08.2018
despe (3437)

იმედია ამ ზამთარს თუ არა, მომავალ სეზონში დაბრუნდება ევროპაში...

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.083075