ფეხბურთი

19:02 | 7.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე იაშვილმა "ბაიერნთან" დუბლი შეასრულა

ალექსანდრე იაშვილმა მიუნხენის "ბაიერნთან" დუბლი შეასრულა. საუბარია ვეტერანთა მატჩზე, რომელიც "რეკორდმაისტერსა" და "ფრაიბურგს" შორის გაიმართა.

შეხვედრა "ფრაის" 25 წლის იუბილეს მიეძღვნა ბუნდესლიგაში სადებიუტო თამაშთან დაკავშირებით. ეს, 1993 წლის 7 აგვისტოს, სწორედ მიუნხენელთა წინააღმდეგ. ჰოდა, "ფრაიბურგისა" და "ბაიერნის" ვეტერანებმა 25 წლის თავზე ისპარინგეს.

შეხვედრა "ფრაიბურგის" გამარჯვებით დასრულდა 3:1. აქედან ორი გოლი იაშვილის ანგარიშზეა, რომელიც გერმანულ გუნდში 1997-2007 წლებში თამაშობდა და გუნდის ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი.

სხვა ქართველებს ამ საიუბილეო მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. ისე კი, "ფრაიბურგში" წარმატებით ლევან კობიაშვილსა და ლევან ცქიტიშვილსაც აქვთ ნათამაშები.

0.116571