ფეხბურთი

13:27 | 7.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო: "კაკა მილანში ბრუნდება"

იტალიური “მილანის” ყოფილი ფეხბურთელი კაკა “როსონერიში ბრუნდება. ამის შესახებ კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა ლეონარდომ ისაუბრა.

“კაკამ მითხრა, რომ სურდა თავი ახალ ამპულაში გამოეცადა. ის ჩემი მოწაფეა და ბევრი სურვილი აქვს კლუბთან დაკავშირებით. ოფიციალურ განცხადებას ვერ გავაკეთებ, თუმცა არაოფიციალურად გეტყვით, რომ სექტემბრიდან შემოგვიერთდება’, - განაცხადა ლეონარდომ.

36 წლის კაკამ საფეხბურთო კარიერა გასულ წელს დაასრულა. ბრაზილიელს საუკეთესო წლები სწორედ იტალიურ გრანდში აქვს გატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116583