ფეხბურთი

10:40 | 7.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩს და კოვაჩიჩს "რეალიდან" წასვლა სურთ

კრიშტიანუ რონალდუს შემდგომ მადრიდის “რეალიდან” წასვლა ლუკა მოდრიჩსა და მატეო კოვაჩიჩსაც სურთ, თუმცა განსხვავებით რონალდუსგან, მოდრიჩი პერესს კიდევ ერთ შანსს აძლევს.

32 წლის ნახევარმცველს მილანის “ინტერი” 4 წლიან კონტრაქტსა და ხელფასის სახით წელიწადში 10 მილიონ ევროს სთავაზობს, “სამეფო კლუბში” კი წლიურად 6,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ესპანური მედიის ინფორმაციით მოდრიჩი მზად არის დარჩეს მადრიდულ გრანდში იმ პირობით, თუ კლუბის ხელმძღვანელობა მას ისეთივე პირობებს შესთავაზებს, რასაც “ნერაძური” სთავაზობს.

მოდრიჩისგან განსხვავებით კოვაჩიჩს წასვლა უკვე გადაწყვეტილი აქვს. ამის მიზეზად ხორვატი სათამაშო დროის ნაკლებობას ასახელებს. გარდა ამისა 24 წლის ფეხბურთელი 3-ჯერ შეხვდა პერესს, თუმცა მისგან სასურველი ინფორმაცია ვერ მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113459