ფეხბურთი

1:25 | 7.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

Sport-express: "ლოკომოტივს" ქართველი სუპერტალანტი სურს

რუსეთის ჩემპიონი მოსკოვის „ლოკომოტივი“ „რუსთავის“ ნიჭიერი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობს. Sport-express-ის ინფორმაციით, „რკინიგზელთა“ მთავარმა მწვრთნელმა ეს საკითხი წამოჭრა და სატრანსფერო კომიტეტის სხდომაზე ამაზე იმსჯელეს.

აი, რას წერს რუსული გამოცემა 17 წლის ქართველ ფეხბურთელზე:

„ჩვენ ვსაუბრობთ ახალგაზრდა ქართველი სუპერტალანტის შესახებ, რომელიც „რუსთავის“ თავდამსხმელია. თუმცა, ფლანგზეც შეუძლია თამაში. 17 წლის ხვიჩა კვარაცხელია თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და „რუსთავში“ 2018 წლის მარტში გადავიდა. Transfermarkt.com-ის ინფორმაციით, მოთამაშეს 350 ათას ევროდ აფასებს. საქართველოში კვარაცხელიას მიმართ დიდი მოლოდინია და სუპერტალანტად მიიჩნევა“, - წერს Sport-express-ი.

0.10754