ეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხდა: ამერიკული MLS-ის ტურის სიმბოლურში ერთბაშად ორი ქართველი მოხვდა - ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია! ეს მიღწევა უფრო დასაფასებელი იმ მხრივაა, რომ ჩვენებურები ამერიკული საფეხბურთო ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია.
23-ე ტურში „სან ხოსემ“ სტუმრად ლიდერი „დალასი“ მოულოდნელად დაამარცხა და ამაში ქართული დუეტის წვლილი განუზომლად დიდი იყო.
კაშიამ დაცვაში ითამაშა დამაჯერებლად, ხოლო ვაკომ - შეტევაში. მეტიც, ყაზაიშვილმა ამ შეხვედრაში მეტოქე ორჯერ დაამწუხრა და ამერიკულ კარიერაში დუბლი პირველად გაიფორმა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ MLS-ის მიმდინარე სეზონში კაშიას აქტივში 3 შეხვედრაა, ხოლო ყაზაიშვილმა 22 თამაშში 6 გოლი გაიტანა.