ფეხბურთი

18:35 | 6.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა პარუნაშვილი "ესბიერგში" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

დანიური “ესბიერგის” ივლისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი ლაშა პარუნაშვილი დასახელდა. ამის შესახებ სკნადინავიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

“ლაშა პარუნაშვილი “ესბიერგის” ივლისის თვის საუკეთესო ფეხბურთელია. ვულოცავთ ჩვენს შრომისმოყვარე ნახევარმცველს!”, - ნათქვამია განცხადებაში.

გასულ თვეში 25 წლის ჩვენებურმა “ესბიერგის” მაისური სამჯერ მოირგო და მოქმედ ჩემპიონ “მიდტიულანდთან” ულამაზესი გოლიც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115212