დორტმუნდის “ბორუსიამ” აქსელ ვიტსელი დაიმატა. როგორც გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ბელგიელ ნახევარმცველთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ტრანსფერის ფინანსური მხარეები ამ ეტაპზე არ ხმაურდება.
“ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ “დორტმუნდში” გადმოვედი. აღნიშნულ წინადადებაზე დიდი ხანი არ მიფიქრია, რადგან “ბორუსია” ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა”, - განაცხადა ვიტსელმა.
აქსელ ვიტსელი 2017 წლიდან მოყოლებული ჩინური “ტიანჯინის” ღირსებას იცავდა. იქამდე კი სახელი ლისაბონის “ბენფიკასა” და სანქტ-პეტერბურგის “ზენიტში” თამაშით გაითქვა.