თამაშგარე

13:29 | 6.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩიჩოლინას “მილანის“ ნათელი მომავლის არ სჯერა

ყველა აღიარებს, რომ არსებული მრავალი პრობლემის მიუხედავად, იტალიის საფეხბურთო კლუბ “მილანში“ სიტუაცია მაინც დადებითისკენ შეიცვალა და ამ კლუბს “გამოცოცხლებაც“ ეტყობა. თუმც,ა ამ ერთი შეხედვით თვალნათელ რეალობას მილანური კლუბის ყველა ცნობილი ქომაგი როდი აღიარებს...

ლეგენდარული იტალიელი პორნო-ვარსკვლავი და ყოფილი პარლამენტარი ჩიჩოლინა ათწლეულებია “მილანის“ ტიფოზად რაცხს თავს და დრო იყო, როდესაც ამ კლუბის ერთ-ერთ მმართველადაც კი ითვლებოდა ეს ათას ტრიბუნაზე ნაჯდომი ქალი ამბობს, რომ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში “მილანისთვის“ სასიკეთო ბევრი არაფერი გაკეთებულა და თუკი რამე კეთდება, ყველაფერი ბლეფია.

თუკი გავიხსენებთ იმას, რომ ჩიჩოლინა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და “მილანის“ ასევე ყოფილი მფლობელის, სილვიო ბერლუსკონის დიდი მეგობარია და პარლამენტარობაც სწორედ დონ სილვიომ უბოძა, ადვილად მივხვდებით რა “ნესტრითაცაა ნაჩხვლეტი“ ჩიჩოლინა და რატომაც არ მოსწონს მილანური გუნდის ახალი მეპატრონეები. ისე კი, მართალსა და მტყუანს მომავალ სეზონში შავ-წითელთა მიერ ნაჩვენები შედეგები წარმოაჩენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118279