ჭიდაობა

12:03 | 6.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა თავისუფლები ევროხალიჩიდან 4 მედლით ბრუნდებიან

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა რომში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბელდუხ გავაშელიშვილის გაწვრთნილი გუნდიდან ევროკონკურენცია წაუგებლად ჩაამთავრა ზურიკო ურთაშვილმა - 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე დიდი უპირატესობით მოიგო.

ფინალის გზაზე ურთაშვილმა იტალიელი ლუის მაკუ (13:0), ბელარუსი იარასლაუ სლავიკოუსკი (10:0) და უკრაინელი ოლექსანდრ ბიკანოვი (10:0) ჩამოიშორა. საჩემპიონო ბრძოლაში კი თურქი ფეიზულა აკთურქი დაამარცხა – 9:1.

თეიმურაზ ვანიშვილმა (57 კგ), რამაზ თურმანიძემ (61 კგ) და დემურ მეგენეიშვილმა (86 კგ) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს. გიორგი ელბაქიძე (65 კგ), ივერიკო ჯულაყიძე (70 კგ) და ბექა ნადაშვილი (92 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში დამარცხდნენ და მეხუთე ადგილებს დასჯერდნენ.

0.118569