ფეხბურთი

18:51 | 5.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პაოლო მალდინი "მილანში" დაბრუნდა

ლეგენდარული პაოლო მალდინი “მილანში” დაბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას “როსონერის” ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს. 50 წლის იტალიელი მშობლიურ გუნდში სპორტის სტრატეგიული განვითარების დირექტორად იმუშავებს.

“პაოლო მალდინი “მილანის” სპორტის სტრატეგიული განვითარების ახალი დირექტორია. პაოლო ჩვენი ლეგენდაა, რომელმაც აჩვენა განსაკუთრებული ნიჭი, კლასი და ლიდერობა, რომელსაც ვერავინ გაუტოლდა. ეს თვისებები დაგვეხმარება, რომ დავრუნდეთ იქ, სადაც ყოფნას “მილანის” იმსახურებს”, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, პაოლო მალდინის კარიერს განმავლობაში მხოლოდ “მილანის” რიგებში უთამაშია, რომლის ღირსება 1985-2009 წლებში 902 შეხვედრაში დაიცვა და 33 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136484