კამერუნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კლარენს ზეედორფი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია კამერუნის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა. 42 წლის სპეციალისტს ასისტენტობას პატრიკ კლუვერტი გაუწევს. ჯერჯრობით უცნობია თუ რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმეს მხარეებმა.
ზეედორფი ბოლოს "დეპორტივოს" წვრთნიდა თებერვლიდან ივნისამდე, მანამდე კი ჩინურ "შენჟენსა" და "მილანში" მუშაობდა. კლუვერტმა კი გასულ წელს "პარი სენ ჟერმენის" სპორტული დირექტორის პოსტი დატოვა და ბოლო სამი წელიწადი კურასაოს ნაკრებში ჯერ მწვრთნელი იყო, შემდეგ კი სტრატეგიული საკითხებში მრჩეველი. კლუვერტი 2012-14 წლებში ჰოლანდიის ნაკრებში ლუის ვან გაალის თანაშემწე იყო.