ბლოგი

15:40 | 5.08.2018 | ნანახია 406 - ჯერ

კაცი ოკეანესთან

ის იწვა უზარმაზარ სარწეველა საწოლში, ხაშურელთაქმნილ ჰამაკზე ლამის ორჯერ დიდში, სარწევლა სარეცელის გვერდით თითქმის ძირამდე ჩაცლილი ვისკის ბოთლი მოედგა და თვლემდა. როგორც მრავლისმნახველსა და მრავალჭირმომთმენ კაცს შეეფერება, ძილიც ფრთხილი ჰქონდა და ეს ჩათვლემილი კაცი ოკეანიდან წამობერილ ცხელ ნიავს გამოყოლებულ ბუზებს გასაკვირველი ზუსტი ინსტიქტით იგერიებდა. ეჰ, რა ინსტიქტი ქონდა ერთ დროს... რა დიდებული გრძნობა იყო საკუთარ ნიჭსა და ინსტიქტებზე აყოლა! დიდი გამარჯვებებიც ხომ სწორედ აქედან იწყებოდა. ნეტა სად გაქრა ის ძველი თავდაჯერება, ის დიდებული თვითრწმენა?!...

მოძალებულ ცხელ ქარს ასევე ცხელი ქვიშა აჰყვა და ჭაღარამოსილ კაცს როდესაც გაეღვიძა, აღმოაჩინა, რომ სახეზე ქვიშის წვრილი ბურთულები მიჰკროდა და უკვე ჩანავლებული მზე წითლად აჭყეტავდა თვალებში. წამოიწია, ზანტად წამოჯდა, მოიფშვნიტა თვალები და დაბლადაუხედავად, ხელისცეცებით იპოვა ვისკის დანაკლულებული ბოთლი, კორპის ხის საცობი კბილებით ამოაძრო, ბოლო წვეთებიც დიდის ნეტარებითა და თვალმილულვით ჩაიცალა პირში. მერე წამოდგა, ფეხები რეზინის ფოსტლებში გაჰყო, შორტის ჩაცმა არც კი მოუწადინებია, ჭრელაჭრულა, დაფოთლილი პერანგი მოიცვა, შორტის ჯიბიდან საკრედიტო ბარათიო ამოაცოცა და ტაატით წავიდა უახლოესი ბუნგალოსკენ, საიდანაც მუსიკის ხმა წყვეტილად მოდიოდა და მუსიკის სუსტ ხმას პერიოდულად ლათინოს გოგონათა კისკისი ახშობდა.

ბარში ორი დიდი სენდვიჩი, ვისკი და გერმანული ლუდი მოითხოვა და სანამ სიგარასაც გადასწვდებოდა, აღმოაჩინა, რომ ბარში ჩართულ ტელევიზორში, რომელსაც არავინ უყურებდა ფეხბურთი მიდიოდა. ფეხბურთი კი ისეთი რამაა, რაზეც მას უარი არასოდეს უთქვამს და საკუთარ თავს მუდამ არწმუნებდა, რომ არც არასოდეს უნდა ეთქვა. აღმოაჩინა, რომ ევროპის ლიგის შესარჩევი ეტაპის მატჩი იყო და ქუთაისის “ტორპედი“ ისლანდიის “ვიკინგურს“ ხვდებოდა.

ქუთაისი, თბილისი, საქართველო, ფეხბურთი... გაუელვა გონებაში და იმწამსვე გამოფხიზლდა. ტვინის რომელიღაც კუნჭულიდან მძივის ასხმასავით ამოაცოცა მოგონებები საქართველოზე, ქართველებზე, იმ ძველ და დარდიან ამბებზე... ბევრ მარცზე და კინკილა გამარჯვებებზე, დაუმსახურებელ გაღმერთებაზე და ასევე დაუმსახურებლად დიდ ზიზღზე და აგრესიაზე. და მიხვდა, რომ არაფერი, საერთოდ არაფერი დავიწყებოდა ამ პატარა და უცნაური ქვეყნიდან, სადაც დასრულდა მისი ავტორიტეტი, სიდიადე, ნდობა და ყველაფერი ის, რასაც წლების მანძილზე ესოდენ ელაციცებოდა და აკოწიწებდა.

გულში რაღაც უსაშველოდ დიდი ტკივილი ჩაეღვარა. ასეთი ტკივილი მხოლოდ წარსულა ამბების ტანჯვისმიერმა გახსენებებმა იცის. მიმტან გოგონას დაუძახა - ანგარიში მომიტანეო და გაოცებულ მიმტანს ბარათით ისე გადაუხადა, დანახარჯი, ვისკი და ლუდი მოსმულიც კი არ ქონდა. ანდა რა ევისკებოდა ასეთი ფიქრებით გარემოცულსა და დადარდიანებულს? რა დროს პლაჟზე წამოდრანგვა იყო, როდესაც წარსულმა სარეზერვო არმიასავით დაგვიანებულად შეუტია და აკი დაამარცხა კიდეც. თან როგორ დაამარცხა?!...

მიუყვებოდა ოკეანის დიდებულ სანაპიროს ლეგენდარული არგენტინელი მწვრთნელი, ექტორ რაულ კუპერი, ბოტასების წვერებით მიაპობდა დალოცვილ თეთრ ქვიშას და იმ დღეს წყევლიდა, როდესაც შეთავაზებას დათანხმდა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი გახდა. ოკეანე უცნაურად წყნარი იყო და ხასხასა. შორს პორტი და გემის დიდრონი სილუეტები მოჩანდა.

Loading...

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:37 | 11.08.2018
despe (3284)

ოკ.

14:02 | 08.08.2018
kobaSP (4421)

კარგი რა ლევან... კარგი რა!

18:58 | 06.08.2018
# KoRBeN DaLLaS # (13073)

ორი შენიშვნა ავტორს შემოვევლე:
1. თუ ჰამაკიდან წამოდგომისას რეზინის ფოსტლებში გაყო ფეხები, ბუნგალოდან წამოსული ბოტასებით როგორღა მიაპობდა თეთრ ქვიშას ?
2. კუპერის ახალი სამსახურის შესახებ შევიტყვეთ და უზბეკეთს როდიდან გაუჩნდა ოკეანის სანაპირო ?

21:21 | 05.08.2018
Dr. Watson (25)

სანამ ბოლო აბზაცს წავიკითხავდი, ჩვენს თემურა ქეცბაიაზე მეგონა სტატია

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.109973