ფეხბურთი

15:10 | 5.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

აუგუსტინსონმა "ვერდერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

შვედეთის ეროვნული ნაკრების მარცხენა გარემარბმა ლუდვიგ აუგუსტინსონმა "ვერდერთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ლუდვიგი გერმანულ გუნდში 2017 წლის ზაფხულში "კოპენჰაგენიდან" გადავიდა. გასულ სეზონში აუგუსტინსონმა 33 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. 24 წლის ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და მექსიკასთან მოგებული (3:0) ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში გოლი გაიტანა.

0.111106