"ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ალეიშ ვიდალი კარიერას კვლავ "სევილიაში" გააგრძელებს. ტრანსფერი ორივე კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. შემტევი ანდალუსიურ კლუბში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ითამაშებს.
ესპანელი "სევილიაში" პირველად 2014 წელს "ალმერიადან" გადავიდა და 2014/15 წლების სეზონში ევროპა ლიგის მოგებით კარიერის პირველი ტიტული მოიპოვა. 2015 წელს ვიდალი "ბარსელონაში" გადავიდა. ამ გუნდის რიგებში შემტევმა სამ სეზონში 51 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.