შვედეთის ალსვენსკანის მე-16 ტურში გიორგი ხარაიშვილის "გიოტებორგი" "კალმარს" ეწვია და 1:2 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასიც შეასრულა.
გიორგიმ 58-ე წუთზე კუთხური ჩააწოდა, რასაც ვაიება საკორის ზუსტი თავური მოჰყვა და ანგარიში იმ დროისთვის გათანაბრდა (1:1). თუმცა, სტუმრებმა მალევე გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ.
"გიოტებორგს" 16 შეხვედრაში 19 ქულით მე-11 პოზიცია უკავია.