ფეხბურთი

23:10 | 4.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო

ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მესამე შეხვედრაში "საბურთალომ" ბოლნისის "სიონი" 3:0 დაამარცხა. თბილისელთაგან გოლები გიორგი დიასამიძემ (29წ), დიმიტრი ტატანაშვილმა (77წ) და გაგი მარგველაშვილმა (90+3) გაიტანეს.

"საბურთალო" ეროვნულ ლიგას 46 ქულით ლიდერობს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და მეორეადგილოსან თბილისის "დინამოს" ხუთი ქულით უსწრებს. "სიონი" კი მერვე პოზიციაზე 13 მერვე პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ მატჩს "საბურთალო" "კოლხეთთან" გამართავს, ხოლო ბოლნისური გუნდი - "სამტრედიასთან".

0.114361