ფეხბურთი

20:38 | 4.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ საფრანგეთის სუპერთასის მფლობელი ზედიზედ მეექვსედ გახდა

"პარი სენ ჟერმენმა" საფრანგეთის სუპერთასი ზედიზედ მეექვსედ მოიგო. ტომას ტუხელის გუნდმა "მონაკო" 4:0 დაამარცხა. ჩინეთის ქალაქ შენჯენში გამართულ მატჩში პარიზელთაგან გოლები ანხელ დიმარიამ (დუბლი), კრისტოფერ ნკუნკუმ და ტიმოთი ვეამ გაიტანეს.

პსჟ-მ სუპერთასი არსებობის ისტორიაში მერვედ მოიგო და ამ მაჩვენებლით "ლიონის" მიღწევა გაიმეორა. ასევე, "ლიონმა" 2002-07 წლებში ზედიზედ ექვსჯერ იმარჯვა სუპერთასზე და პარიზელებმა ეს შედეგიც გაიმეორეს.

თეგებიპსჟმონაკო
0.064971