ფეხბურთი

18:30 | 4.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"პარმას" ბალოტელის შეძენა უნდა

იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი სამშობლოში დაბრუნებას ეშურება. 27 წლის ფეხბურთელის სამსახურით სერია A-ში დაბრუნებული “პარმაა” დაინტერესებული და ეს ინფორმაცია კლუბმაც დაადასტურა.

“დიახ, ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ბალოტელის აგენტთან. თუმცა, ჩვენი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ასეთი ფეხბურთელის გაფორმება ადვილი არაა”, - განაცხადა “პარმას” სპორტულმა დირექტორმა დანიელე ფაჯიანომ.

მარიო ბალოტელიმ ბოლო ორი სეზონი ფრანგულ “ნიცაში” გაატარა. იტალიაში კი სხვა და სხვა დროს “ინტერისა” და “მილანის” ღირსებას იცავდა.

0.11458